Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

„უფალო, ყროდისღა...“

0
„უფალო, ყროდისღა...“

„ჰრქუა დამან მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს“, - ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, იოანე 11, 1-45

ახალგაზრდა, თავაღერებული, ნერვულად მოსაუბრე, უბილწესი გინების მთქმელი, უფროსის მორჩილი, რომელსაც მეორედ გამეორება არ სჭირდება... - რა შეიძლება კიდევ გაგახსენდეს ირაკლი ღარიბაშვილის ხსენებაზე? პოლიციის გენერალი სიმამრი; დეპუტატი ცოლისძმა; ცოლის დაწინაურებული ნათესავები, რომლებიც,  თურმე, მისი ნათესავები არ არიან; „ბატონ ბიძინასთვის“ იაფად ნაყიდი „ვერტალიოტები“... ასევე შეუძლებელია არ გაგახსენდეს, მისი არსაიდან მოსვლა და არსაით წასლვლა! განა, ვინმემ გამოიცნო, რატომ და საიდან მოიყვანა ან რატომ და სად გაუშვა ბატონმა ბიძინამ ეს უცნაური ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საოცრად მოიხდინა ჰაკიმ-ფაშას ეგზოტიკური სახელი?

რომ ვიცოდეთ ირაკლი ღარიბაშვილის გაშვების მიზეზი, იოლად ჩავწვდებოდით, მისი დაბრუნების აზრსაც, თუმცა ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ სისტემა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ეს შვიდი წელია აშენებს, არამდგრადია და, რომ ამ სისტემის წონასწორობიდან ხშირი გამოსვლა, დისკომფორტს უქმნის სისტემის შემქმნელს და მოქმედებისკენ უბიძგებს მას. სწორედ სისტემის არამდგრადობის გამო დასჭირდა ჯერ გიორგი კვირიკაშვილის შეცვლა, მერე საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა სრულიად დამამცირებელი ფორმით. ბოლოს პარლამენტის ცალკეულმა წევრებმა (რომლებსაც მორჩილების გარდა სხვა არაფერი ევალებოდათ) „გამოავლინეს ხასიათი“, მხარი არ დაუჭირეს მოსამართლეების სიას და დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა. ივანიშვილი ხედავს, რომ, ცუდი ამბები უცნაური სიხშირით ხდება მის თავს. შესაძლოა, ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ მისთვის  შეუქცევადად ცუდი პროცესები დაიწყო და ამიტომ ცდილობს მოეჭიდოს რამე მყარს.

რა შეიძლება იყოს ეს „რამე“?

ბიძინა ივანიშვილის გატაცების გათვალისწინებით, აქ შეიძლებოდა ხელი წაგვცდენოდა და გვეთქვა, თუ ღარიბი წყალწაღებული ხავსს ეჭიდება, მილიარდერი წყალწაღებული გიგანტურ ხეებს (თუნდაც liriodendron tulipifera-ს) ეჭიდებაო, მაგრამ სინამდვილეში, ვითარება ბევრად უარესია: ივანიშვილი წარსულის ლანდებს ებღაუჭება!

2015 წლის დეკემბერში „ბატონმა ბიძინამ“ ირაკლი ღარიბაშვილი (პრემიერმინისტრობამდე შს მინისტრი) ჩაანაცვლა გიორგი კვირიკაშვილით, რომელიც მთავრობის მეთაურად დანიშვნამდე ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამ ცვლილების შედეგად, კვლავ ივანიშვილს რომ დავესესხოთ, შეიცვალა „მთავრობის რიტორიკა“, რომელიც ნაკლებად აგრესიული გახდა, თუმცა, კვირიკაშვილმა „ბატონბიძინას“ მოლოდინი ვერ გაამართლა და მალე მისი ადგილი დაიკავა დაუჯერებლად უენერგიო და უინიციატივო მამუკა ბახტაძემ, რომელმაც ვერც დანიშნულ ლიდერად ივარგა და, შესაბამისად, ვერც მმართველი პარტიისა წიაღსა და ქვეყანაში მიმდინარე დესტრუქციული პროცესების შეჩერება შეძლო. საჭირო გახდა წარსულიდან აგრესიული ირაკლი ღარიბაშვლის გამოხმობა (თუ არ უყვარხართ, ეშინოდეთ მაინც?), საჭირო გახდა მისი ხელახლა დაბადება, მისთვის სულის ჩადგმა, თუმცა ეს გააკეთა არა ამომრჩეველმა (ვისაც ხელეწიფება პოლიტიკოსისთვის სიცოცხლის მინიჭება), არამედ ბიძინა ივანიშვილმა, შესაბამისად პოლიტიკოსი ღარიბაშვილიც ხელახლა კი არ დაიბადა, არამედ მკვდრეთით აღდგა, ოღონდ აღდგა როგორც რუსი მწერლის, ლეონიდ ანდრეევის მოთხრობის გმირი ლაზარე, რომელშიც მხოლოდ ხრწნის პროცესი შეჩერდა, სხვა მხრივ კი გვამად (სუნი, ლაქები და ა.შ.) დარჩა. „იმ ქვეყნად“ მას არაფერი უნახავს და მოსაყოლიც არაფერი აქვს. და განა, რა ცოდნა და გამოცდილება დააგროვა ირაკლი ღარიბაშვილმა „არყოფნის“ ოთხი წლის განმავლობაში, რომ ჯერ პარტიაში გააჯანსაღოს ვითარება, შემდეგ კი ქვეყანაში? ხომ ვნახეთ, რაც შეუძლია ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცოცხლებულ სხვა „გვამებს“?

უფრო მეტად დაეყრდნობა პოლიციას, უფრო მეტი ფარული ჩანაწერი გავრცელდება, უფრო მეტად ხისტი იქნება ოპონენტებთან, უფრო მეტი დარღვევებით ჩატარდება არჩევნები და, შესაბმისად, უფრო მეტად მოიწამლება გარემო.

ვითარების თვისებრივად შეცვლა მხოლოდ ამომრჩევლის მიერ სულჩადგმულ და, შესაბამისად, დამოუკიდებელ ლიდერს შეუძლია. ქართული ოცნების ფლანგზე ასეთი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ჯერ ისევ ინარჩუნებს სიცოცხლის სუსტ ნიშნებს, თუმცა „ბატონი ბიძინა“ ცოცხალ ხალხთან მუშაობას, რატომღაც, მის მიერვე გაცოცხლებულ პოლიტიკურ გვამებთან ურთიერთობას ამჯობინებს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, საფრთხეს უქმნის მისსავე პოლიტიკურ სოცოცხლეს, რადგანაც, ასეთი ურთიერთობის შედეგად, უმალ ცოცხალი დაემსგავსება მკვდარს, ვიდრე მკვდარი ცოცხალს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

«Евро-Футбол.Ру»: «Спартак» никогда не интересовался Сафоновым


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Новаку Джоковичу исполнилось 37 лет в Швейцарии | Виды спорта


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о перспективах развития туризма в Ингушетии





Путин в России и мире
Москва

Посольство Бахрейна: король Аль Халифа считает Путина другом


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Посол Белоруссии: Лукашенко и Путин обсудят учения с тактическим ядерным оружием




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Жена рэпера Басты опубликовала фото в купальнике



Москва

Автовладельцев ждет сюрприз: что будет с ценами на запчасти

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net