Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

პროკურატურა: ინფორმაცია, თითქოს ხაზარაძემ მიუთითა, რომ მინისტრისგან მიიღო მუქარის წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება

0
პროკურატურა: ინფორმაცია, თითქოს ხაზარაძემ მიუთითა, რომ მინისტრისგან მიიღო მუქარის წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და უარყოფს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მან პროკურატურას წარუდგინა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიღებული მუქარის შემცველი წერილი.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია „სიმართლეს არ შეესაბამება“:

„მამუკა ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26 დეკემბერს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოკითხვისას ხაზარაძემ  ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა. 

მან ასევე, აღნიშნა, რომ  11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი საერთაშორისო იმიჯის შელახვას, რაც ავტომატურად შეაჩერებდა ანაკლიის პორტის დაფინანსებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა გავრცელებულ განცხადებას თან ურთავს ამონარიდს მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან:

„ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება, მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ასეთი სიტყვებით.“

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

მისი სიტყვებით, „წერილში ლაპარაკია კონკრეტულ ქმედებებზე, თუ რა უნდა განვახორციელოთ და თუ არ განვახორციელებთ... ძირითადად უკავშირდება საარჩევნო, წინასაარჩევნო თემებს“.

მამუკა ხაზარაძის ამ ბრალდებას შს მინისტრი გიორგი გახარია პრივილეგირებული ბიზნესმენის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობად აფასებს:

"მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები, პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი მზადაა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტშიც მივიდეს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин перечислил самые популярные виды туризма в Москве


Спорт в России и мире
Москва

Шесть скейт-парков и роллердром работают на площадках «Московских сезонов»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В России замечен доступный кроссовер по цене Lada Granta: что о нем известно?





Путин в России и мире
Москва

Путин приехал в храм Христа Спасителя на пасхальную службу


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Русских заявил о субсидировании новых авиарейсов до Минска




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Каков скандал. Катя Гордон режет правду матку про Анастасию Волочкову



Москва

ФСБ: Гитлер надеялся тайно переманить США и Великобританию на свою сторону

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net