კანადამ ოფიციალურად დაიწყო Huawei-ს ვიცე-პრეზიდენტის ექსტრადიციის პროცესი
კანადის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაიწყო ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტის, კორპორაცია Huawei-ის ვიცე-პრეზიდენტის, მენ ვანჟოუს აშშ-ში ექსტრადიციის პროცესი.
მას ბრალი ედება ირანის მიმართ დაწესებული სანქციების რეჟიმის დარღვევასა და თაღლითობაში. Huawei-ის ვიცე-პრეზიდენტის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის საქმის მოსმენა კანადაში დანიშნულია 6 მარტს. 47 წლის მენ ვანჟოუ გასული წლის დეკემბერში ვანკუვერში დააპატიმრეს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე.
ამ დაპატიმრებამ მკვეთრად გააუარესა ჩინეთისა და კანადის ურთიერთობა. ჩინეთის ხელისუფლებამ შარშან დეკემბერში დააპატიმრა კანადის ორი მოქალაქე, ხოლო კიდევ ერთს 15 წლიანი პატიმრობა სიკვდილით დასჯით შეუცვალა.