გივი სიხარულიძეს "ხელოვნების ქურუმის" ჯილდო გადასცეს
1 მარტს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც მას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს მადლობის სიგელი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
გივი სიხარულიძეს მიღებული აქვს საპატიო ბათუმელის სტატუსიც.