პატიმრობიდან გათავისუფლდა მეჰმან ჰუსეინოვი, ცნობილი აზერბაიჯანელი ბლოგერი
ცნობილი აზერბაიჯანელი ბლოგერი, მეჰმან ჰუსეინოვი, რომელიც 2 წელი იმყოფებოდა საპატიმროში, 2 მარტს გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური ავრცელებს.
კოლონიიდან ჰუესინოვმა ჯერ დედის საფლავი მოინახულა, შემდეგ ჟურნალისტ ელმარ ჰუესინოვისა, რომლის მკვლელობის მორიგი წლისთავი აღინიშნება.
მეჰმან ჰუსეინოვი ფართოდ იყო ცნობილი აზერბაიჯანში მისი მამხილებელი ვიდეორეპორტაჟების გამო, რომელშიც საუბარი იყო ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში გამეფებულ კორუფციაზე. მინისტრების, დეპუტატებისა და ოლიგარქების შესახებ მომზადებული მისი ვიდეოები დიდ პოპულარობით სარგებლობდა სოციალურ ქსელებში
2017 წლის იანვარში ჰუესინოვი ბაქოს ცენტრში დააპატიმრეს სამოქალაქო პირებმა, აუკრეს პირი, შეაგდეს მანქანაში და თავზე ტომარა ჩამოაცვეს. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით პროკურატურამ ჰუსეინოვის მიმართ აღძრა საქმე ცილისწამების მუხლით. ბაქოს საქალაქო სასამართლომ ჰუსეინოვს ორი წლით პატიმრობა მიუასაჯა პოლიციის ცილისწამებისათვის.