Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

იორდანეს დასავლეთ ნაპირზე თავდასხმისას მოკლულებს შორის არის პალესტინელი ექიმი

0
იორდანეს დასავლეთ ნაპირზე თავდასხმისას მოკლულებს შორის არის პალესტინელი ექიმი

ორი პალესტინელი, მათ შორის ექიმი, მოკლეს 14 ოქტომბერს ისრაელის არმიის მიერ მოწყობილი რეიდისას ქალაქ ჯენინში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ.

აბდულა ალ-აჰმადი „ემსხვერპლა ოკუპანტი (ისრაელელი) ჯარისკაცების მიერ თავში ნასროლი ტყვიით მიყენებულ ჭრილობას", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.

სამინისტროს წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ ქალაქის ლტოლვილთა ბანაკის დარბევისას დაიღუპა ასევე პალესტინელი მატინ დებაია. სამხედრო დაჯგუფება "ჰამასი" დებაიას "მებრძოლად" მოიხსენიებს. სამინისტროს თანახმად, ექიმ აჰმადს ესროლეს ბანაკთან ახლოს მდებარე სამთავრობო საავადმყოფოს გარეთ.

AFP-ს ჟურნალისტის თქმით, სროლის შემდეგ ექიმს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

სააგენტო Wafa იტყობინება, რომ პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა მაჰამად შტაეხმა განაცხადა, რომ გლოვობს ექიმს, რომელიც "ისრაელის ჯარისკაცებმა დახვრიტეს, როცა ის დაშავებულების დახმარებას ცდილობდა".

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ "შეიარაღებულმა ეჭვმიტანილებმა გამოიყენეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და მრავალჯერ ისროლეს  უსაფრთხოების ძალების მიმართ". "ჯარისკაცებმა შეიარაღებულ ეჭვმიტანილებს მიზნობრივი ცეცხლით უპასუხეს. სამიზნეები იდენტიფიცირებული იყო", - ნათქვამია არმიის განცხადებაში. სამხედროებს ექიმის სიკვდილზე კომენტარი მაშინვე არ გაუკეთებიათ, როცა მათ AFP-ი დაუკავშირდა.

დააკავეს სამი ეჭვმიტანილი, მათ შორის ერთი "ჰამასის" სავარაუდო წევრი, რომელიც, არმიის თქმით, ეჭვმიტანილია ისრაელის ძალებზე თავდასხმებში. 14 ოქტომბერს "ჰამასმა" თავის წევრებს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.

ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმისა და დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ მოახდინა. ბოლო თვეებში ათობით პალესტინელი დაიღუპა ისრაელის თითქმის ყოველდღიური თავდასხმების შედეგად დასავლეთ ნაპირზე. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორი პალესტინელი მოზარდი მოკლეს ქალაქ ჯენინში ჩატარებული ოპერაციისას 9 ოქტომბერს, ხოლო 11 ოქტომბერს 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა გასულ თვეში მიყენებული ჭრილობების შედეგად.

სამხედრო ოპერაციების გაფართოება ჯენინსა და დასავლეთ ნაპირის სხვა რაიონებში მოჰყვა ისრაელელებზე განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმებს ამ წლის დასაწყისში. ასევე მოხდა შეტაკებები აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომლებშიც მონაწილეობდნენ პალესტინელები, ისრაელის ძალები და მოქალაქეები.

ვაშინგტონმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ "პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის დაღუპულთა და დაშავებულთა (რაოდენობის) საგანგაშო ზრდაა, მათ შორის მრავალი ბავშვის". სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ორივე მხარეს მოუწოდა, "მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები ადამიანთა სიცოცხლის კიდევ უფრო დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად".






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о благоустройстве у станции метро «Университет Дружбы Народов»


Спорт в России и мире
Москва

Футболисты «Локомотива» – в расширенном составе сборной России на июньский сбор


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Передовые разработки. Названы номинанты II этапа «ЭКОТЕХ-ЛИДЕР 2024»





Путин в России и мире
Москва

Путин: Россия и Китай работают над формированием справедливого мироустройства


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск поддерживает Баку: планы по строительству агрогородка в Карабахе – ОБНОВЛЕНО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

ABC: Зеленский недоволен результатами визита Блинкена в Киев


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Наташа Королёва

Продюсер Пригожин поддержал певицу Королеву после отмены ее номера в телеэфире



Москва

Тринадцатимиллионным посетителем выставки "Россия" стала москвичка (Уточнение)

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net