მიშელთან ვთქვი, რომ მზად ვართ კონსულტაციებისთვის - კობახიძე ე.წ. აგენტების კანონზე
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ტელეფონით ორჯერ ესაუბრა და ორივეჯერ დაუდასტურა, რომ მზადაა კონსულტაციებისთვის ე.წ. აგენტების კანონზე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.