Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

მიშას უსასრულო გვირილა

0

მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა ნიშნად იმისა, რომ დანაპირების შესრულებას აპირებს და, რომ 2 ოქტომბერს აუცილებლად ბრუნდება სამშობლოში.

რადგან სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თემა ძველია (ახალი მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთია), ბევრმა, წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, არც ამჯერად დაიჯერა, რომ სააკაშვილი დანაპირებს შეასრულებს.

…ისე, როგორი ნიშანდობლივი ამბავია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე გავლენიანი არც ერთი პოლიტიკოსისა: არ სჯერა არც ბიძინა ივანიშვილის წასვლისა და არც მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა.

მიშას დაბრუნება/არ დაბრუნება რაღაცნაირად დაემსგავსა გვირილის ფურცლებზე მკითხაობას, რომელსაც დასასრული არ უჩანს, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო და ასეა ახლაც: ყველას თითქოს ერთგვარი ვირტუალური გვირილა უჭირავს ხელში და მკითხაობს: „ჩამოვა თუ არ ჩამოვა?!“ „ჩამოვა თუ არ ჩამოვა?!“ ცხადია, ბევრი უფრო შორის მიდის: „დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ?!“

საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს სასამართლოს პატიმრობა აქვს მისჯილი.

„2018 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ვკითხულობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-საიტზე.

შესაბამისად, სამართლებრივად, სამშობლოში დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილს, ნამდვილად ემუქრება პატიმრობა, მაგრამ მიუხედავად კანონის ფორმალური დაცვისა, სააკაშვილის დაპატიმრებას ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი უთუოდ მისცემს პოლიტიკური დევნის შეფასებას, რადგან, უკიდურესად პოლიტიზებული ქართული მართლმსაჯულება და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში დისკრედიტებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ამის საკმარის საფუძველს იძლევა.

ჩვენ ხომ ვიცით, რა განაჩენს გამოუტანდნენ იგივე მოსამართლეები სხვა ხელისუფლების პირობებში მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს?

ცხადია, „ქართულ ოცნებას“ მიშა არც გარეთ აწყობს და არც - ციხეში. „გარეთმიშა“, მისი ენერგიისა და ქარიზმის გათვალისწინებით, „ოცნების“ ძალაუფლებას შეუქმნის საფრთხეს, „ციხეშიმიშა“ კი - რეპუტაციას, მაგრამ, მმართველობის პირველი წლებისგან განსხვავებით (როცა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რუს პრანკერებს ეხვეწებოდა, არ გვინდა სააკაშვილი საქართველოში, არ გადმოგვცეთ, ზედმეტი თავის ტკივილიაო), „ქართულ ოცნებას“ ისეთი მასშტაბის რეპუტაციული ზიანი აქვს მიღებული, რომ, ალბათ, დიდხანს არც იფიქრებს (ერთი მეტი ლაქა ვერ შეაჩერებს), ისე დააპატიმრებს მესამე პრეზიდენტს და, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამაში ხელი შეუშალოს თაკო ჩარკვიანის მიერ დაფუძნებულმა სახელდახელოდ შექმნილმა სახალხო მოძრაობამ.

მოკლედ, თუ დაბრუნდა, ძალიან მაღალი ალბათობით, მოუწევს ციხეში ჩაჯდომა.

რამდენი ხნით?

ეს დამოკიდებული იქნება როგორც შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, ასევე არაერთ გარე ფაქტორზე, მაგრამ პატიმრობა, ალბათ, ყველა შემთხვევაში, მოუწევს.

ბილეთი, რომელიც მიშამ 27 სექტემბერს შეიძინა არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებელი ბილეთიც არის და, შესაბამისად, მგზავრობაც თბილისის აეროპორტში ვერ დასრულდება. საჭირო იქნება ერთგვარი, ხელახალი პოლიტიკური ინიციაცია, რადგან რვაწლიან ემიგრაციას, სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას, წარმოუდგენელია, უკვალოდ ჩაევლო. დაახლოებით ისეთი ამბავია, ქვესკნელში მოგზაურობისას ამირანი წვერ-ულვაშს რომ კარგავს და სამზეოს ამოსულს გვარიანი გარჯა რომ უწევს მის დასაბრუნებლად.

მიხეილ სააკაშვილიც, მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე გავლენის მიუხედავად, მოწყვეტილი იყო ქართულ პოლიტიკას. მართალია, ცდილობდა კვანტურმექანიკურად ერთდროულად „აქაც“ ყოფილიყო და - „იქაც“, მაგრამ საქართველოში ის უფრო ფაქტორი თუ კატალიზატორი იყო, ვიდრე პოლიტიკური პროცესის შემქმნელი. მისი დისტანციური და ფრაგმენტული გააქტიურებები (ხშირ შემთხვევაში, უდროო, სათანადოდ ვერ რაზმავდა მხარდამჭერებს, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ეფექტიანად იყენებდა მისი დაბრუნებისა და რევანშის საფრთხეს საკუთარი ამომრჩევლის გასახურებლად.

პოლიტიკურმა ემიგრაციამ შეიძლება უკვდავება მოუპოვოს ან, პირიქით, გაანადგუროს, მორალურად მოკლას პოლიტიკოსი. ახალი მკვდარი, მოგეხსენებათ, ძალიან ჰგავს ცოცხალს, თუმცა რეალობას ეს გარემოება ვერ ცვლის. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება წერტილს დაუსვამს მისი მხარდამჭერების გაურკვეველ და უხერხულ მდგომარეობაში ყოფნას, რადგან, როგორც ქართული ანდაზა გვეუბნება, შინმოუსვლელი და მკვდარი ერთია. ცოდვა გამხელილი სჯობს და, რაც უფრო გვიან ჩამოვა, მით უფრო ძნელი იქნება მისი, როგორც „ქართველი პოლიტიკოსის“ გაცოცხლება. ბევრი მიმომხილველი იმასაც ფიქრობს, რომ პოლიტიკურ სიცოცხლესთან არათავსებადი შეცდომა იყო საქართველოდან წასვლა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავება უკრაინაში.

რაც შეეხება დაბრუნებისთვის შერჩეულ დროს და მის წინასწარ გამოცხადებას, ამაზეც დიდი მარჩიელობაა: ვის გააძლიერებს, ოპოზიციას თუ მმართველ პარტიას? ოპოზიციურ ელექტორატს დარაზმავს ეს პოლიტიკური სვლა თუ - სახელისუფლოს? და საერთოდ, რამდენად კარგი სვლა იყო სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოდება?

„კარგ სვლაზე“ ტარიელ ჭანტურიას ერთი ძველი წერილი შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც 1989 წლის 21 აპრილს გამოქვეყნდა „ლიტერატურულ საქართველოში“ და, რომელშიც დიდოსტატ ნანა ალექსანდრიას მიერ 8 აპრილს მიტინგზე წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტია მოხმობილი:

„პარტიის მოგება შეუძლებელია მხოლოდ კარგი სვლებით, პარტიის მოგება მხოლოდ საუკეთესო სვლებით შეიძლება, და მე მინდა მჯეროდეს, რომ სვლები, რომლებსაც ჩემი საქართველო აკეთებს, საუკეთესოა...“

ახლა ყველამ ვიცით, რომ არც ის სვლები იყო საუკეთესო და მერეც იშვიათად გამოგვდიოდა „კარგი ჭადრაკი“. მართალია, იმავე მიხეილ სააკაშვილმა ითამაშა რამდენიმე კარგი პარტია, მაგრამ მას შემდეგ ბევრი (პოლიტიკური) დროა გასული...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о сбитом на подлете к Москве беспилотнике


Спорт в России и мире
Москва

Фитнес прокачивает онлайн // Благодаря чему растет спрос на видеотренировки


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Хачанов победил Шевченко во втором круге турнира ATP в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Более 9 тыс сотрудников Росгвардии обеспечили безопасность в День Победы в Москве





Путин в России и мире
Москва

Уроженец Кировской области с позывным Струна стоял на параде рядом с Путиным


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко вернулся с парада Победы в Минск: "Ядерный апокалипсис неминуем"




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

В Москве налоговая потребовала взыскать долг с Алексея Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бенни Гудмен

В Доме Единства состоится джазовый концерт, посвященный Бенни Гудмену



Москва

Экс-игрок Деменко предрек "Краснодару" проблемы с составом

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net