Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახი ორი თვეა პრემიერ-მინისტრთან ითხოვს შეხვედრას

0
აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახი ორი თვეა პრემიერ-მინისტრთან ითხოვს შეხვედრას

„თავისუფლება ირაკლი ბებუას!“, „საქართველოს მოქალაქე ტყვეობაშია, იმოქმედე!“, „ხელისუფლების უმოქმედობის ერთი წელი!“, „არ გაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს“ - დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთი წლის წინ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ოჯახი ხელისუფლებას მოქმედებას სთხოვს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ცდილობს.

ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუა ამბობს, რომ პრემიერ- მინისტრთან შეხვედრის სურვილი 2 თვის წინ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის მოადგილეს ირაკლი ანთაძეს გადასცა, თუმცა ჯერ არავინ შეხმიანებია.

 

„გვაინტერესებს რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ირაკლის გასათავისუფლებლად. როდესაც 2 თვის წინ მასთან [პრემიერ- მინისტრთან] შეხვედრა მოვითხოვე პასუხი იყო ის, რომ მოთხოვნა გადაცემულია, 1 კვირის შემდეგ მოვიკითხე, მითხრეს რომ მისი გრაფიკი არის ძალიან დატვირთული და ჯერ ვერ ახერხებს ჩემთან შეხვედრას, ბოლო კომუნიკაციისას როცა მოვიკითხეთ გვითხრეს რომ მისი ჯანმრთელობა ნორმალურია, მაგრამ მისი გათავისუფლების საკითხზე წინსვლა ჯერ ჯერობით არ არის.“ – ჰყვება თამუნა. ირაკლი ბებუას დევნილი ოჯახი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, 90-იანი წლებიდან თბილისში ცხოვრობს.

რამდენიმე წლის წინ, ირაკლი გალში მოხუცი ბებიის მოსავლელად ჩავიდა, თბილისში დაბრუნება კი ვეღარ მოახერხა ჩაკეტილი, ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად მას დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული საბუთები არ ჰქონდა.

2020 წლის 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“, აღნიშნავდა, გალში, ირაკლი ბებუამ რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშის დაწვა სცადა. დროშაზე დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული. ბებუა სამართალდამცავებმა დააკავეს, მოგვიანებით, მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ განაცხადა რომ ხელყუმბარას მიაგნო.

დე ფაქტო სასამართლომ ბებუა დამნაშავედ ცნო „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის“. თავად ბრალდებულს ხელყუმბარის შენახვა არ უღიარებია.

2020 წლის დეკემბერში მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ირაკლი ბებუას მხარდასაჭერ აქციაზე დღეს იმყოფებოდა ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც 2019 წელს თავადაც იყო საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული და ცხინვალის ციხეში თითქმის 2 თვე გაატარა. ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს საზოგადოების მხარდაჭერა მთავარია. 

„რა თქმა უნდა ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან აქტიური, მაგრამ ჩემს გათავისუფლებაში აქტიური როლი შეასრულა ხალხმა, მათი მხარდაჭერის გარეშე სამწუხაროდ არ გამოდის არაფერი. სამწუხაროა, რომ თითქმის ერთი წელი გავიდა და აქტიური ქმედებები ხელისუფლების მხრიდან არ არის. თუ მართლა 9 წელი მოუწევს ირაკლის ციხეში ყოფნა, ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ საზღვრისპირა რეგიონის მცხოვრებლები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი დაინახავს, რომ მის სამშობლოს ის ფეხებზე ჰკიდია“ - თქვა დღეს მან აქციაზე.

25 სექტემბერ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გამართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან, მან ამ ფორმატში ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უსაფრთხოების და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას გათავისუფლების აუცილებლობაზე.

თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ირაკლი ბებუას "ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება".

ირაკლი ბებუას დედა შვილის ჯანმრთელობაზე ღელავს, რადგან როგორც ამბობს ქრონიკული დაავადებები და სხვა არაერთი პრობლემა აქვს, რასაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.

დღეს ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაშიც შევიდნენ და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. პასუხად მიიღეს, რომ წერილის საფუძველზე განიხილება განცხადებები და ღარიბაშვილი გამონაკლის არ აკეთებს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სანამ პრემიერთან შეხვედრის თანხმობას არ მიიღებენ აქციებს არ შეწყვეტენ.

ზეგ, 30 სექტემბერს ირაკლი ბებუას დაკავებიდან ზუსტად ერთი წელი შესრულდება.

მისი ოჯახი ამბობს, რომ თუ ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდებიან, ისინი პერმანენტული აქციებს გამართავენ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин принял решение увеличить фонд грантов одаренным учащимся школ искусств


Спорт в России и мире
Москва

Развод на договорных матчах: схемы, риски и пути предотвращения


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Остапенко во втором круге турнира WTA 1000


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

10 РЕДКИХ животных из Красной книги, которых можно встретить в Москве





Путин в России и мире
Москва

Уроженец Кировской области с позывным Струна стоял на параде рядом с Путиным


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко высоко оценил организацию парада Победы в Москве




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

В Москве налоговая потребовала взыскать долг с Алексея Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Композитор

Композитор из рода Аксаковых. Часть 2



Москва

Из региона в окружении стран НАТО - в министры: Что говорят о повышении губернатора Алиханова?

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net