ჯავახეთში, ყარაბაღის ომის წლისთავზე დაღუპული თანასოფლელები გაიხსენეს
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44-დღიანი ომიდან ერთი წელი გავიდა. ჯავახეთში მცხოვრებ სომხურ თემს უჭირს ამ ომზე საუბარი და მითუმეტეს დეტალების გახსენება. 2020 წლის ოქტომბერი ჯავახეთის 20-მდე ოჯახისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. მათი ისტორიები ერთნაირად დაიწყო და ერთნაირად ტრაგიკულად მთავრდება.