ვატო სურგულაძე - "როცა საუბრობს ამხანაგი პრემიერმინისტრი, შთაბეჭდილება მაქვს, რომ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ"
![ვატო სურგულაძე -](https://gdb.rferl.org/04360ee3-8f0f-4cc4-8142-e203901eb1e1_tv_w800_h450.jpg)
"სულ ორი პოსტერი მაქვს. არ მაქვს ერთი ჰექტარი პოსტერი, როგორც ბატონ კალაძეს, რა თქმა უნდა", - აცხადებს ვატო სურგულაძე, "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოზე, რომლის საარჩევნო პოსტერზე არის წარწერა "აიცერი". ის თბილისის მერს მოუწოდებს, ერთ პოსტერზე მაინც დააწეროს აცრისკენ მოწოდება.