ლუკა მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა ზაგრების გრან პრიზე
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების გრან პრი თითო ოქროსა და ვერცხლის მედლით დაასრულა. ტატო გრიგალაშვილის გაჩემპიონებიდან ერთ დღეში, ლუკა მაისურაძე ავიდა კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მაისურაძემ ხორვატიაში სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ფინალის გზაზე იტალიელი ჯენარო პირელი, ნიდერლანდელი იესპერ სმინკი და უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო ჩამოიშორა. საჩემპიონო ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ზაგრების გრან პრიზე საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით - ოთხი სპორტსმენით გამოვიდა.