უსაფრთხოდ გამოყვანის ოპერაცია დასრულდა - თუშეთიდან თელავში 200-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს
ომალოდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ომალოდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან თელავში გადაყვანის მსურველი მოქალაქეების სიმრავლის გამო, თუშეთში ოპერაცია ორი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
სულ თელავში 200-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ტურისტები და არასრულწლოვნები.
თუშეთიდან მათი ევაკუაციის საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც ორი დღის წინ, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა.