Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

გალელი მოსწავლეები: როგორ ხდება მშობლიური ენა უცხო

0
გალელი მოსწავლეები: როგორ ხდება მშობლიური ენა უცხო

გალის რაიონის სკოლები საბოლოოდ გადაჰყავთ რუსულენოვან სწავლებაზე. ცვლილება სხვა დანარჩენებთან ერთად რაიონის ქვედა ზონაში არსებული სკოლების მე-11 კლასელებსაც შეეხოთ, ისინი ბოლოები იყვნენ, ვინც განათლებას დღემდე მშობლიურ ქართულ ენაზე იღებდნენ. მოსწავლეები ამბობენ, რომ დე ფაქტო განათლების სამინისტროს განკარგულება სკოლებში მოულოდნელად მოვიდა, მაშინ როცა სწავლა უკვე დაწყებული იყო.

17 წლის ანასთან (სახელი შეცვლილია) ერთად კლასში 20 ბავშვი სწავლობს. მთელი 10 წლის განმავლობაში ისინი განათლებას ქართულ ენაზე იღებდნენ, მაგრამ, როგორც გოგონა ჰყვება, 12 სექტემბერს სკოლის ადმინისტრაციამ დე ფაქტო განათლების სამინისტროსგან ახალი განკარგულება მიიღო, რომლის თანახმადაც ახლა სწავლა რუსულად უნდა გააგრძელონ.

„ამას არავინ ველოდით. დაახლოებით 5 წლის წინ სხვა კლასები რუსულ ენაზე სწავლებაზე გადაიყვანეს, მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სკოლის დამთავრებას ქართულად შევძლებდით. ერთი კვირის წინ, სრულიად მოულოდნელად, დირექტორს განათლების სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ბოლო კლასიც უნდა გადაეყვანა რუსულენოვან სწავლებაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის რთულია, მე და ჩემმა თანაკლასელებმა რუსული ისეთ დონეზე არ ვიცით, რომ ყველა საგნის რუსულად სწავლა შევძლოთ. გარდა ენობრივი ბარიერისა, პროგრამული სხვაობაც არის. რუსული და ქართული კლასები სხვადასხვა პროგრამებით სწავლობენ“.

ანას თქმით, ეს ცვლილება მათთვის იმითაც არის რთული, რომ სკოლის დამთავრების შემდე უმაღლეს სასწავლებლებში უნდა ჩააბარონ. გოგონა თბილისში სამართალი შესწავლას აპირებს.

„დამეთანხმეთ, რომ ერთი წელიც ძალიან ბევრია, განსაკუთრებით აბიტურიენტებისთვის. მე და ჩემი კლასელების უმეტესობა ვაპირებთ სწავლა (ჩაბარების შემდეგ) საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაგრძელოთ“.

21 წლის უჩამ (სახელი შეცვლილია) სკოლა გალში 4 წლის წინ დაამთავრა.  ანისგან განსხვავებით, ის რუსულენოვან სწავლებაზე ჯერ კიდევ მერვე კლასში გადაიყვანეს. უჩა იმ სიძნელეებზე ჰყვება, რომელიც ამ გადაყვანის შედეგად წარმოექმნა. ამის შემდეგ მისი კლასელებიდან ნაწილმა გადაწყვიტა, სწავლა რუსეთში გაეგრძელებინა, ფიქრობდნენ, რომ ქართულ გარემოში ვეღარ ისწავლიდნენ.

„მე საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე. ბევრი დაბრკოლება შემხვდა, ენობრივი ბარიერი, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება, სოციალიზაციის პროცესიც რთულად გავიარე. ეს პრობლემები ყველა იმ მოზარდს ექმნება, რომელიც ენგურის აქეთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის“.

ქეთი (სახელი შეცვლილია), რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს ჰყვება, რომ გალის სკოლების რუსიფიკაცია 10 წლის წინ დაიწყო, მაგრამ მოსწავლეებს, რომლებიც უკვე ქართულად სწავლობდნენ, ნება დართეს სწავლა მშობლიურ ენზე დაესრულებინათ.  თუმცა, ეს გამონაკლისი მხოლოდ გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონას შეეხო. ქეთი იხსენებს, რომ ზემო ზონაში მაშინვე ქართულიდან რუსულზე გადავიდნენ და უკვე დიდი ხანია, რაც იქ ქართულს, როგორც უცხო ენას ისე ასწავლიან, კვირაში რამდენიმე საათი ეთმობა.

„ქვემო ზონას რაც შეეხება, იქ იყო შესაძლებლობა ქართულად ესწავლათ. მოსამზადებელი კლასიდან დაიწყო რუსულის სწავლება და შესაბამისად,  ქართული რუსულით ეტაპობრივად ჩაანაცვლეს. დღეისთვის 10 კლასი სრულად რუსულად სწავლობდა, მე-11 კლასი კი ბოლო კლასი იყო, რომელიც ქართულად იღებდა განათლებას, რადგან მათ დაჰპირდნენ, რომ სკოლას ქართულად დაამთავრებდნენ. როგორც ჩემთვის, ისე მათთვის, ალბათ მასწავლებლებისთვის და დირექტორებისთვისაც ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო“.

საქართველოს განათლების სამინისტრომ, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მკაცრად გააკრიტიკა გალის რუსიფიკაციის პროცესი.

„მსგავსი უკანონო ქმედება ეთნიკური დისკრედიტაციისა და რუსიფიკაციის მრავალწლიანი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს. მისი მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კვალის გაქრობა და მოსახლეობის სრული ასიმილაციაა“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. სახელმწიფო მინისტრის აპარატში ასევე აცხადებენ, რომ ქართულ ენაზე სწავლების პრობლემა აქტუალურია ახალგორის რაიონშიც და აპირებენ ეს საკითხი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან განიხილონ, მათ შორის ჟენევის დისკუსიის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 12-13 ოქტომბერს არის ჩანიშნული.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: С 28 апреля до 12 мая городские службы будут работать в усиленном режиме


Спорт в России и мире
Москва

В Москве завершился Кубок России по спортивному программированию


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Виктория Азаренко

Азаренко не смогла пробиться в 1/8 финала турнира в Мадриде, уступив Соррибес-Тормо


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии





Путин в России и мире
Москва

Петербургский автопром вышел из кризиса, заявил Беглов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Продюсера Reuters арестовали за публикацию материалов на YouTube-канале «НавальныйLIVE»



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Поклонник Басты сделал предложение девушке на концерте рэпера в Новосибирске



Москва

Более 1,6 тысячи жителей Пушкинского написали «Диктант Победы»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net