Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

კობახიძის განცხადებით, გახარია კოკაინს არ მოიხმარდა "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს

0
კობახიძის განცხადებით, გახარია კოკაინს არ მოიხმარდა

ავსტრიაში ნარკოტესტირების ჩატარების მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კვლავ კოკაინის მომხმარებელს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახარია კოკაინს არ მოიხმარდა.

„ეს პრობლემა მას არ ჰქონია, მაშინ, იმ დროისათვის [„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს]. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია, გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი და ა.შ.“

როდესაც ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო შეხება კონკრეტულად კოკაინთან, არა მარტო ნარკოტიკებთან.

კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანები ძალიან საეჭვო კავშირებთან არიან მხილებულები. როდესაც ნიკა მელიას გამო გადადგები, ამის შემდეგ არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარიას, „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ინფორმაცია პარტიამ 18 სექტემბერს გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, მას ექსპერტიზა ჩაუტარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს.

„ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.

დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.

დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი", - იუწყება პარტია „საქართველოსთვის.

თავად გიორგი გახარიამ „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა.

17 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას „კოკაინშიკი" უწოდა. „ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“

კალაძემ ასევე თქვა, რომ არავინ გაითვალისწინა მისი მოწოდება, დედაქალაქის მერობის კანდიდატებს ჩაებარებინათ ნარკოტესტი და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შეეწყოთ ხელი. „შესაბამისად, ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებს“, - დაამატა მან.

გახარიამ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისთვის ეს საკითხი არ იყო ამოწურული.

საქართველოს კანონმდებლობით მერობის კანდიდატს არ აქვს ნარკოტესტირების გავლის ვალდებულება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: в Москве начался сезон фонтанов


Спорт в России и мире
Москва

Команда Орловской области стала победителем хоккейного турнира среди команд Черноземья


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Шикарный и практичный стиль Елены Джокович из базовых вещей


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве в парке нашли труп мужчины





Путин в России и мире
Москва

Петербургский автопром вышел из кризиса, заявил Беглов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Продюсера Reuters арестовали за публикацию материалов на YouTube-канале «НавальныйLIVE»



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фрэнк Синатра

Таунхаус Фрэнка Синатры впервые выставлен на продажу



Москва

Бубнов назвал победителя дерби «Спартак» - «Локомотив»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net