Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

ცხინვალში სამხედრო აღლუმით აღნიშნეს ე.წ. რესპუბლიკის შექმნის 31 წლისთავი

0
ცხინვალში სამხედრო აღლუმით აღნიშნეს ე.წ. რესპუბლიკის შექმნის 31 წლისთავი

ე. წ რესპუბლიკის შექმნის 31 წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი გაიმართა ოკუპირებულ ცხინვალში, რომელშიც დე ფაქტო შეიარაღებულ ძალებთან ერთად, რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ.

ოსური მედიის ცნობით, 20 სექტემბერს ცხინვალში ჩავიდნენ დელეგაციები რუსეთიდან, სირიიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, დონეცკიდან და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა აღლუმზე შეკრებილ მოსახლეობას მიულოცა: „დღეს სამხრეთ ოსეთი აღნიშნავს სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის მიღებიდან 31 წლისთავს. ჩვენი ხალხის ისტორიულ შემობრუნება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ".

საერთო ჯამში 800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილელეობდა სამხედრო აღლუმში. ცხინვალში ასევე გაიმართება საზოგადოების საზეიმო შეკრება. ე.წ რესპუბლიკის დღის აღნიშვნა გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება. არც ჯარიკაცებს და არც ტრიბუნაზე მყოფ დელეგაციების წევრებს პირბადეები არ ჰკეთებიათ. ამ დღეს დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია დაირღვა.

ოკუპირებულ ცხინვალში სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით 19-22 სექტემბარმდე არასამუშაო დღეებად გამოცხადდა.

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის — სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის თაობაზე, ასევე სსრკ-ს უმაღლეს საბჭოში გაგზავნა მიმართვა, რათა ახალი სოციალისტური რესპუბლიკა გამხდარიყო საბჭოთა კავშირის მეკავშირე ქვეყანა.

სესიაზე მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერინტეტის დეკლარაცია, ხოლო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადდა სსრკ-ს კანონები მოქმედ კანონმდებლობად.

1990 წლის 21 სექტემბერს კი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა განიხილა რა საკითხი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის სუვერინეტისა და სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სსრ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შეცვლის, რესპუბლიკის სუვერინტეტის ხელყოფის, ავტონომიური ფორმირებების უფლებათა მექანიკური გათანაბრების სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლო ცდაა და საქართველოს, აგრეთვე, სსრ კავშირის კონსტიტუციების, სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს შესახებ კანონის დარღვევას წარმოადგენდა. ამასთან, საოლქო საბჭოს სესია არადეპუტატების ზეგავლენით, კონსტიტუციური და საპროცედურო ნორმების უხეში დარღვევით ჩატარდა.

საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიჩნია, რომ რესპუბლიკისა და ქვეყნის ძირითადი კანონის — კონსტიტუციის საფუძვლებთან დაკავშირებული ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღება არა მარტო უსაფუძვლო და არამართლზომიერი იყო, არამედ ეწინააღმდეგებოდა საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის, მათ შორის თვით ოსი ხალხის, ინტერესებს და ხელს უწყობს ეროვნებათშორისი ურთიერთობის გამწვავებას.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის სუვერინეტისა და სტატუსის შესახებ“ გამოცხადდეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: в Москве начался сезон фонтанов


Спорт в России и мире
Москва

В Москве завершился Кубок России по спортивному программированию


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

WTA озвучила Елене Рыбакиной условия для становления второй ракеткой мира


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Путин поздравил Леонида Рошаля с днем рождения


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Басманный суд Москвы арестовал продюсера Reuters Константина Габова за помощь ФБК в подготовке материалов



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

«Это не бомжовые заведения»: 72-летний Александр Розенбаум зарабатывает миллионы на пивном бизнесе



Москва

На площади Восстания у Московского вокзала высадили девять лип

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net