Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

რელიგიის საბჭო "საიდუმლო ჩანაწერებზე": სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ვერაგი დანაშაულის გამო პასუხი აგოს მისმა ჩამდენმა

0
რელიგიის საბჭო

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები მედიაში გავრცელებული საიდუმლო მასალების შესახებ განცხადებას ავრცელებენ, სადაც გმობენ საიდუმლო მოსმენების, თვალთვალისა და პირადი ცხოვრებით შანტაჟის პრაქტიკას და მედიას მოუწოდებენ, დაიცვან ფაილებში მოხსენიებული პირები და განსაკუთრებით არასრულწლოვნები პირადი ცხოვრების გასაჯაროებისგან. წერილში ნათქვამია, რომ "რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები და უფლებადამცველები, ყველა ადამიანი, რომელიც უკანონო თვალთვალისა და მოსმენის მსხვერპლი გახდა, თავს საქართველოში ვეღარ იგრძნობს დაცულად და უსაფრთხოდ".

წერილის ავტორები ამბობენ, რომ გაოგნებულები არიან მომხდარით და გამოთქვამენ უკიდურეს პროტესტს გავრცელებული საიდუმლო ფაილებისა და მასში არსებული ინფორმაციის გამო.

"როგორც მედიის მიერ მოპოვებული მასალებით გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა უკანონო და ყოვლისმომცველ მოსმენასა და თვალთვალს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობაზე, ყველა რელიგიური ორგანიზაციის ლიდერზე, სასულიერო პირებზე, მრევლზე, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, - მათ შორის არასრულწლოვნებზე, ყველაზე, ვინც მათთან ამა თუ იმ ფორმით იყო დაკავშირებული, განურჩევლად იმისა, რელიგიურ უმცირესობას თუ უმრავლესობას მიეკუთვნებიან ისინი.

ამავდროულად, გავრცელებული მასალების მიხედვით, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და რელიგიის თავისუფლების დამცველების წინააღმდეგ შემუშავებული იყო მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების მადისკრედიტირებელი საგანგებო ღონისძიებები.

მედიით გავრცელებული მასალების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ განსახვავებული რელიგიური ჯგუფებისა და მათი უფლებების დამცველების საქმიანობის შესწავლა მიმდინარეობდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მეშვეობით, თითქოსდა სახელწმიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს რეპუტაციისა და ერთიანობის წინააღმდეგ საქმიანობის გამოვლინების კონტექსტში.

გავრცელებული მასალები შეიძლება მეტყველებდეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულს ადამიანის, საკუთარი მოქალაქეების, ყველა რელიგიური გაერთიანების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული და სეკულარული წყობის წინააღმდეგ", - წერია წერილში. წერილის ავტორები არ გამორიცხავენ სამართლებრივი გზების მოძებნას მომხდარის წინააღმდეგ საბრძოლველად.

წერილს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი

ქართველ მუსლიმთა კავშირი

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო

ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია

ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

სახარების რწმენის ეკლესია

ხსნის არმია

ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა

საქართველოს ევანგელისტური ეკლესია

დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია

აჰმადია მუსლიმები გაერთიანება

მეგობართა საზოგადოება - კვაკერები

სვედენბორგის რელიგიური საზოგადება






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о масштабных планах благоустройства территорий школ и детсадов


Спорт в России и мире
Москва

Хоккейный клуб из Балашихи выиграл Кубок Регионов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина узнала неприятную новость перед "казахстанским дерби"


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга





Путин в России и мире
Москва

Собянин: к 2030 году на долю Москвы придется 35–40% туристов в России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Генсек НАТО прибыл в Киев: главные заявления Столтенберга и Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

«Смотреть было брезгливо»: мама Тимати отреагировала на интервью Алены Шишковой



Москва

Франция отклонила заявки российских волонтёров на аккредитацию на Олимпийские игры

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net