Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

"ქართული ოცნებისთვის" სისხლიანი ბანერები გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციაა

0

"ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება. ვიღაცას შეიძლება მოწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, ვიღაცას შეიძლება არ მოწონდეს. ეს არის, როგორც ჩანს, მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოხატვის ფორმა, რომელიც შეიცავს ასეთ ნიშნებს, ბუნებრივია, ხელს უწყობს პოლარიზაციას, მაგრამ მთავარი პოლარიზატორები კარგად იცით, ვინ არიან. ესაა რადიკალური ოპოზიცია თავისი 3 კუთვნილი ტელევიზიით", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პარლამენტარი ირაკლი კობახიძე თბილისსა და რეგიონებში 17 სექტემბერს გამოკრულ ბანერებს, რომელზეც ოპოზიციის წევრები სისხლით არიან მოსვრილი. ამგვარი ბანერები სხვა არჩევნების წინა პერიოდშიც გამოჩენილა, ამჯერად სიახლე მასზე გამოსახული გიორგი გახარიაა, რომელიც მმართველი პარტიის გუნდის წევრი იყო, ახლა კი მას მოქმედი პრემიერ-მინისტრი "სააკაშვილის პარტნიორად" მიიჩნევს.

გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციად მიიჩნევს სისხლიან ბანერებს თბილისის მერი, კახა კალაძეც. ის ამბობს, რომ პირადად მისთვის სიძულვილის ენა მიუღებელია და ამიტომ არ იყენებს ამომრჩეველთან კომუნიკაციისას, თუმცა სიძულვილი, ცილისწამება და შეურაცხყოფა არაერთი პოლიტიკური ძალის იარაღია არჩევნებში მონაწილეობისას და ის, როგორც ქალაქის მერი, არ აპირებს ჩამოხსნას ბანერები, რომელიც პოლარიზაციას უწყობს ხელს.

"რეაგირება არაფერი არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. არის კომპანია "ალმა", რომლის საკუთრებაა ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს", - ამბობს კახა კალაძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, იმუშავებს თუ არა წინასაარჩევნოდ ამ ტიპის ბანერები, კალაძემ მედიას ჰკითხა, მოსწონთ თუ არა მათ ის, რაც გამოკრულია. ჟურნალისტების მხრიდან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კი მედია დაადანაშაულა სიძულვილის გაღვივებასა და ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში.

"ისევე არ მომწონს მე ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ, საარჩევნო კლიპები რაცაა: შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა, აი, ეს ხართ თქვენ და ძალიან სამწუხაროა. მაშინ რატომ არ იღებთ ენას? რატო არ საუბრობთ ამაზე?

ქართული ოცნება და კახა კალაძე მოწოდების სიმაღლეზეა, ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, ან ოპონენტის წინააღმდეგ, ან სიძულვილის ენა გამომეყენებინოს საარჩევნო კამპანიის დროს. ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეოები, ჩემი შვილები, რა, რეზინის შვილები მყავს? ეს არის რეალობა და ორმაგი სტანდარტი" - თქვა კახა კალაძემ.

სისხლიან ბანერებზე, რომელიც თბილისში 17 სექტემბერს გამოჩნდა, გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია, გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის "საქართველოსთვის" დამფუძნებელი, გიორგი გახარია.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В Щербинке будут запущены автобусные маршруты к МЦД и соцобъектам


Спорт в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о строительстве спортивных объектов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Свёнтек разгромила Кырстю и вышла в 1/8 финала турнира WTA-1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

"Экобас" не для Невы: стильные электросуда для Москвы делают в Ленобласти





Путин в России и мире
Москва

Дугин в интервью Такеру Карлсону: "Путин — это традиционный лидер"


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Мэр Киева Кличко рассказал о попытках встретиться с Зеленским лично


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фрэнк Синатра

ДиКаприо споет голосом Синатры



Москва

Секретным парашютистом оказался актер Райан Рейнольдс, новый глава острова Яс

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net