Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

"ქართული ოცნება" "ენმ"-ს ხელვაჩაურის შტაბში შეჭრაში ადანაშაულებს

0

"ქართული ოცნება" ნაციონალურ მოძრაობას ხელვაჩაურის შტაბში შეჭრაში ადანაშაულებს - პარტიის ოფისში ამ თემაზე ბრიფინგი გამართა "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მათ წინააღმდეგ მოწყობილი ყველა პროვოკაციის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებელ ორგანიზაციებს.

პაპუაშვილის თქმით, პროვოკაცია ხელვაჩაურში დღეს დილას მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ - მიხეილ ბოლქვაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი - ამირან თედორაძე, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები: მალხაზ თავდგირიძე, მერაბ ვარშალომიძე და ნიკა ნაგერვაძე, აქტივისტებთან და საკუთარ მედიასაშუალებებთან ერთად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ.

გაუგონარია უშუალოდ ის საბაბი, რომელიც ჩვენ ოფისში შესაჭრელად პროვოკატორებმა გამოიყენეს. მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს.

ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ მიმართავდნენ მსგავს პრაქტიკას შარშანაც, როდესაც ჩვენი ოფისების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. დღეს კი უფრო შორს წავიდნენ და პროვოკაციის მოსაწყობად არათუ ჩვენი შტაბის ეზოში, უშუალოდ შტაბში შევიდნენ. ვაზუსტებ, რომ საუბარია არა მხოლოდ ტელევიზიების წარმომადგენლებზე, არამედ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე და მათ აქტივზე.

ეს არის გაუგონარი თავხედობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უკონტროლო პროცესები გამოიწვიონ და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე. ის ასევე შეეხო ორი დღის წინ კასპში მომხდარ ინციდენტსაც, რომლის დროსაც "მთავარის" ოპერატორი მმართველი პარტიის ოფისის მეორე სართულიდან გადმოვარდა. ჟურნალისტებისგან განსხვავებით პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მედიის წარმომადგენლები თავად ცდილობენ ისეთი ადგლების შერჩევას გადაღებისთვის, საიდანაც გადმოვარდნა ადვილად არის შესაძლებელი.

"ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში, ქარელში „მთავარი არხის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციის კვალდაკვალ, ამ შემთხვევაშიც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც არის მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც ზედა მხარეს საერთოდ არ გააჩნია მოაჯირი და საიდანაც, მათ მიერვე პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს, ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიპტური სურათი, თითქოს „ქართული ოცნების“ ოფისებიდან ხალხს მეორე სართულიდან „ყრიან“. აქვე გაცნობებთ, რომ ყველა ამ მასალას, როგორც ვიდეო-, ასევე ფოტომასალას მოგაწვდით", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. მან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსაც მიმართა ამ ბრიფინგზე და მოუწოდა, არ გამოცადონ ხალხის მოთმინება, "რომელსაც მართლაც გააჩნია საზღვარი".






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Уникальная спецтехника помогает бесперебойной работе метро Москвы


Спорт в России и мире
Москва

Легионер "Локомотива" Ньямси: в Москве жизнь дешевле, чем в Париже


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Андреева обыграла Паолини и вышла в 1/4 финала турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

"Экобас" не для Невы: стильные электросуда для Москвы делают в Ленобласти





Путин в России и мире
Москва

Пашинян подготовил "подарок" Путину к его инаугурации. Запад будет доволен


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Генсек НАТО прибыл в Киев: главные заявления Столтенберга и Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Анциферова заявила, что уехавшие из России артисты мозолили глаза на ТВ



Москва

Парту Героя в честь ветерана СВО открыли в Химках

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net