მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია მოხდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. უკრაინიდან მისი ექსტრადიცია რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს. მანამდე მას რუმინეთიდან უკრაინაში ყალბი პასპორტის გამოყენებით შეღწევის გამო შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა.
საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მეგის ქარდავა დამნაშავედაა ცნობილი რამდენიმე, მათ შორის, „ციხის ბუნტის“, ნავთლუღის სპეცოპერაციის და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე დაუსწრებლად აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.
მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი იყო. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კი 2013 წლიდან იძებნებოდა.