მეგის ქარდავა რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაიყვანეს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის შემდეგ რუსთავის #12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა, უკრაინიდან ქარდავას ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით და გართულებების გარეშე ჩაიარა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე უკრაინიდან ექსტრადირებული მეგის ქარდავას საქმეების შესახებ გენერალურმა პროკურატურამ ბრიფინგი გამართა.
მეგის ქარდავას მიმართ ხუთ საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ექვსი სისხლის სამართლის საქმე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.