პუტინი ჩინეთის ლიდერის მოწვევით დაესწრება პეკინის 2022 წლის ოლიმპიადას
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დათანხმდა ჩინეთის ლიდერი მოწვევას დაესწროს 2022 ზამთრის ოლიმპიადას პეკინში. რუეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თანახმად, სი ძინ პინმა რუსეთის პრეზიდენტი ოლიმპიადაზე 16 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს დაპატიჟა.
2020 წლის დეკემბერში სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) რუსეთის ხელისუფლებას, ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით, აუკრძალა უახლოესი 2 წლის განმავლობაში ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე დასწრება. ეს აკრძალვა უკავშირდება რუსეთის სპორტში დოპინგის თაობაზე გაღვივებულ სკანდალს, რაც უკავშირდება მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში შეტანილ ცვლილებას.
მაგრამ არბიტრაჟის თანახმად, მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის პირადი მიწვევა, გამონაკლისს წარმოადგენს.
არბიტრაჟის გადაწყვეტილებით რუს სპორტსმენებს ორი წლის განმავლობაში აეკძალათ ეროვნული დროშებით გამოსვლა საერთაშორისო ტურნირებში. ამავე ვადით აკრძალულია ასევე რუსეთის ჰიმნის შესრულებაც.