Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

მდიდარი პარტიების ხუთეული - ვინ მიიღო ყველაზე მეტი ფული წინასაარჩევნოდ  

0
მდიდარი პარტიების ხუთეული - ვინ მიიღო ყველაზე მეტი ფული წინასაარჩევნოდ  

საქართველოში 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდი 2 აგვისტოდან დაიწყო. ზუსტად ერთი თვის განმავლობაში, ანუ 2 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, შემოწირულოები 13-მა პარტიამ მიიღო. სულ 6 161 272 ლარი. ამ თანხის 98% ხუთმა პარტიამ გაიყო, მათ სორის 82% “ქართულ ოცნებას”ერგო. 

შემომწირველები

ყველაზე მეტმა მოქალაქემ ზღვრული თანხა ( 60 ათასი ლარი) მმართველი პარტიის ანგარიშზე გადარიცხა. მმართველ პარტიას ასეთი 29 შემომწირველი ჰყავდა, რამაც მას 1,7 მლნ ლარზე მეტის შემოსავალი მოუტანა.

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს “ქართულ ოცნებას” ერთსა და იმავე რეგიონიდან ერთსა და იმავე დღეს  თანხა ერთმანეთის მიყოლებით შესწირეს. ეს თანხა "ქართული ოცნების" ჯამურ დაფინანსებასთან შედარებით მიზერულია, თუმცა ახალ ტენდენციას ასახავს. გარდა იმისა, რომ შემოწირულობა ერთ დღეს გაკეთდა, თვალშისაცემია შემომწირველი კომპანიების სარეგისტრაციო ადგილებიც.

მაგალითად, 23 აგვისტოს "ქართულ ოცნებას" თანხა ერთდროულად 12-მა კომპანიამ შესწირა. დამფინანსებლებიდან 6 კომპანია ჭიათურის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, სამი - ხაშურში. იგივე მოხდა 20 აგვისტოსაც. “ქართულ ოცნებას” ფული ზედიზედ 10 კომპანიამ გადაურიცხა. ამ ათიდან ოთხი ჭიათურაშია რეგისტრირებული. 

რადიო თავისუფლება ამ კომპანიების ნაწილის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ გადაწყვიტეს თანხის შეწირვა ერთდროულად ყველამ 23 აგვისტოს:

შპს ბინი, მურმან აბესაძე (დირექტორი, 100%-იანი წილის მფლობელი): "კეთილი ნება იყო, არანაირი მითითება, ვიკითხე და მე თვითონ გავარკვიე ყველაფერი… [ვეღარ გავაგრძელებ საუბარს] ვმოძრაობ ახლა მანქანით და დამაჯარიმებენ..."

შპს ნადა, კახაბერ ნადარაია (დირექტორი, 100%-იანი წილის მფლობელი): "არანაირი მითითება არ ყოფილა... ტრანსპორტში ვარ და ვერ გესაუბრები... ჩემთან საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, [ჩემი თანამშრომელი რომ ნახავს, 5000 ლარი შევწირე, არ გაუკვირდება]. [ვისი ამომრჩეველი ვარ] ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია. სხვას როგორ დავუჭერ მხარს?!"

შპს მშენებელი XXI, თენგიზ კაპანაძე (დირექტორი, 100%-იანი წილის მფლობელი): "ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და დავეხმარე მაგის გულისთვის... დახმარება ყველას სჭირდება. წინა წლებში არ მქონდა საშუალება და ვერ დავეხმარე. [წელს] ვმუშაობთ, არ გავჩერებულვართ... [არავის დაურეკავს] ვგულშემატკივრობ "ქართულ ოცნებას", არის სტაბილური პარტია და სტაბილური ქვეყანა არის და რაც შეუძლია შრომობს და აკეთებს... ჩემი პირადი სურვილით გავაკეთე ეს და სხვამ რა გააკეთა არ ვიცი... [ტენდერებს] ხან ვიგებ და ზოგს ვაგებ".

შპს შაკა, მისაკ კურკინიანი (დირექტორი, 100%-იანი წილის მფლობელი): ​"[შემოწირულობაზე] ზუსტად ვერ გეტყვით, ბუღალტერს დაურეკეთ... ჩემ გარეშე არაფერი მომხდარა” - ამ მწირი საუბრის შემდეგ ბიზნესმენმა ტელეფონი გათიშა და აღარ უპასუხა ზარებს 

ჯამში 22 კომპანიიდან არცერთს ამ დრომდე “ქართული ოცნებისთვის”, ან სხვა პარტიებისთვის თანხა არასდროს გადაურიცხავს. 

"თქვენ იცით, ზოგადად "ფანდრაიზინგი" როგორ წარიმართება ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი პარტიის მხრიდან. წარიმართება მუშაობა ბიზნესმენებთან, პრაქტიკაში შეიძლება ეს სხვადასხვაგვარად დაგეგმო - აქცენტი გააკეთო მსხვილ ბიზნესმენებზე, პატარა ბიზნესმენებზე, საშუალოზე, მცირეზე - რომელიმე ერთზე, ორზე ან ყველაზე. ამას ყოველ შემთხვევაზე წყვეტს პოლიტიკური პარტია, არის კომუნიკაცია მეწარმეებთან და საბოლოო ჯამში ხდება შემოწირულობის მობილიზება", - უთხრა თავისუფლებას ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კოლექტიური შეწირვის ტენდენცია გამოკვეთა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც.”  აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე შემოწირულობების მონიტორინგის დროს ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ორი კვირის განმავლობაში, 2-დან 16 აგვისტომდე პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე ჯავახეთიდან 700 ათასი ლარი  ერთდროულად 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა შესწირა. 

საარჩევნო კამპანიისას შეგროვებული ფინანსებით ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია 11-ჯერ ჩამორჩება “ქართულ ოცნებას”. პარტიას ერთ თვეში 441,6 ლარის აქვს მიღებული. თუკი პარტია დაფუძნების შემდეგ ძირითადად არაფულად დახმარებას იღებდა, წინასაარჩევნოდ ეს ტენდენცია შეცვლილია.

პარტია “საქართველოსთვის” ყველაზე დიდი თანხა 30-30 ათასი ლარი ბიზნესმენებმა დავით გოგიძემ და გოჩა ძნელაძემ შესწირეს.   

პარტიას “საქართველოსთვის” ყველაზე მინიმალური შემოწირულობა 3 ლარი აქვს მიღებული.

წინა არჩევნების მსგავსად, ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი პარტია “ლელოა”. იმის მიუხედავად, რომ “ქართული ოცნების” შემოსავლებთან შედარებით მიღებული შემოწირულობები 19-ჯერ ნაკლებია, “ლელო”  სხვა ოპოზიციურ პარტიებს მაინც უსწრებს. 15-მა ადამიანმა “ლელოს” ერთ თვეში 265 ათას ლარამდე გადაურიცხა. 

“ლელომ” ყველაზე დიდი შემოწირულობის სახით კანონმდებლობით განსაზღვრული ზედა ზღვრული თანხა - 60 ათასი ლარი მიიღო, მინიმალური - 1000 ლარი.

ყველა კვლევით და ბოლო ყველა არჩევნებზე ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პარტიას - “ნაციონალურ მოძრაობას” 244,2 ათასი ლარი შესწირეს. ამ ოპოზიციურმა პარტიამ საერთო შემოწირულობების 4 პროცენტი მიიღო, რაც თითქმის 21-ჯერ ნაკლებია ვიდრე “ქართული ოცნების” შემოსავალი.

2020 წლის მსგავსად, ყველაზე დიდი თანხა - 120 ათასი ლარი ფარმაცევტულმა კომპანია “ჯი-ემ-პიმ” გადარიცხა. კომპანია ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასული კახა ოქრიაშვილის ცოლს, ლინა თოფურიას ეკუთვნის. 

მანამდე “ჯი-ემ-პი” “ქართული ოცნების” დამფინანსებელი იყო -  გადარიცხულია 240 ათასი ლარი.

პარტიის შემწირველები იყვნენ ამავე პარტიის ლიდერები: ზაალ უდუმაშვილი (3 ათასი ლარი), ლევან ბეჟაშვილი (7 ათასი ლარი), დავით ხაჯიშვილი (10,7 ათასი ლარი). 

პარტიის ყველაზე მცირე შემოწირულობა 20 ლარი იყო.

ხუთეულში მმართველ პარტიასთან შედარებით 77-ჯერ ნაკლები დაფინანსებით მოხვდა “ევროპული საქართველო”. პარტიამ ერთთვიან წინასაარჩევნო პერიოდში 65,4 ათასი ლარის შემოწირულობის მობილიზება შეძლო. 

ყველაზე დიდი თანხა 24 ათასი ლარი პარტიას თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას ცოლმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაურიცხა. თამარ ჩერგოლეიშვილი ონლაინმედია “ტაბულას” ხელმძღვანელობს. პარტიას თანხა - 10 ათასი ლარი შესწირა ამავე მედიასაშუალების რედაქტორმა - ლევან სუთიძემ.

პარტიამ 1-თვიან პერიოდში ყველაზე დაბალი შემოწირულობის სახით ლაშა დამენიასგან 1000 ლარი მიიღო.

პარტიებს წინასაარჩევნო შეწირულობების მისაღებად დრო 2 ოქტომბრამდე აქვთ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Развиваем систему здравоохранения


Спорт в России и мире
Москва

В Московской области прошел чемпионат Центрального округа Росгвардии по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Как Рыбакиной стать второй ракеткой мира: расклад от WTA


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Петербургский автопром вышел из кризиса, заявил Беглов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Дух разделения в Святой Руси, или Можно ли лишиться сана за отпевание Навального*



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

Младшая дочь Оксаны Самойловой и Джигана пошутила, что их сын приемный — как отреагировала звездная мама: «Чисто классика»



Москва

Проекты из Хабаровского края победили в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net