7 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ადგილობრივი თალიბების თავდასხმის შედეგად
7 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთ ვაზირისტანში მომხდარ შეტაკებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა. 13 სექტემბერს ასმან მანზას არეალში მომხდარი ჯგუფური და თვითმკვლელი მოირიშის მიერ მიერ განხორციელებული თავდასხმის უკან, გავრცელებული ინფორმაციით, დგას ტეჰრეკ-ე-თალიბანი, რომელსაც ძლიერი პოზიციები აქვს პაკისტანის მშფოთვარე ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
სამხრეთ და ჩრდილოეთ ვაზირისტანი მომხდარი თავდასხმების ფონია მეზობელ ავღანეთში თალიბანი აღზევება, რომელმაც 15 აგვისტოს შემდეგ დაამხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ქაბულის ხელისუფლება.
ბოლო თვეში პაკისტანის ხელისუფლებასა და ავღანელი თალიბების ლიდერბს შორის გაიმარტა რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც პაკისტანმა თალიბებისგან ექსტრემისტული დაჯგუფების ადგილობრივი განშტოების, ტეჰრეკ-ე-თალიბანის, ალაგმვა მოითხოვა.