საქართველოში ერთი დოზით ვაქცინირების მაჩვენებელი 32.2%-ია, სრულად აცრის - 22.5%
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 14 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 941 ადამიანი.
15 მარტიდან გაკეთებულია 1 561 228 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 919 876 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 32.2%. სრულად ვაქცინირებულია 641 352 - მოზრდილი მოსახლეობის 22.5%.
ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%. საქართველოში ნებაყოფლობითი ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.