ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 10 დაიჭრა დონბასში სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად
უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერატიული შტაბის თანახმად 1 სამხედრო დაიღუპა და 10 დაიჭირა პრორუსულად განწყობილი უკანონო დანაყოფების პოზიციიდან ცეცხლის გახსნის შედეგად.
„სამი მებრძოლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანრჩენების - დამაკმაყოფილებელი“, - ნათქვამია უკრაინული შტაბის ცნობაში, რომლის თანახმად ჰიბრიდული ძალების მხრიდან განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 10-ჯერ მოხდა ზავის დარღვევა.
უკრაანის სამხედრო ძალების შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგის პოზიციიდან ცეცხლს უკრაინის დამცველებმა საპასუხო სროლით უპასუხეს.
უკანონო შეიარაღებული ძალების საიტი იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას დღის განმავლობში ორჯერ ჰქონდა ადგილი.
შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლის ზაფხულში დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ორივე მხრიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სეპარატისტების ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაში. კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დონბასში მხოლოდ რუსი „მოხალისეები“ იმყოფებიან.