Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2021

სამსახურში აყვანამდე - რა გავიგე გასაუბრებებზე სიარულით და რა გავაკეთოთ, თუ ჩვენი უფლებები ირღვევა

0
სამსახურში აყვანამდე - რა გავიგე გასაუბრებებზე სიარულით  და რა გავაკეთოთ, თუ ჩვენი უფლებები ირღვევა

გათხოვილი ხარ?

სადაური ხარ?

პირადობის ნომერი მითხარი!

ხვალვე რატომ ვერ დაიწყებ მუშაობას?!

ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ კითხვა-მოთხოვნიდან, რომელიც შეიძლება გასაუბრებაზე დამსაქმებლებისგან მოისმინოთ. აი თვითონ კი, სამსახურის მაძიებელთა კითხვებზე პასუხი ნაკლებად სურთ, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც ანაზღაურება და სამუშაო საათებია.

ანა (სახელი შეცვლილია), რადიო თავისუფლებას დაახლოებით ერთი თვის წინ დაუკავშირდა. ის დიდი ხანია მომსახურების სფეროში მუშაობს. გვთხოვდა, რომ გასაუბრებებზე სამუშაოს მაძიებლების უფლებები გამოგვეკვლია. თავად რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა გადახდა, როცა არ იცოდა, როგორ ემოქმედა, რის უფლება ჰქონდა მას და დამსაქმებელს? მაგალითად, შეუძლია დამსაქმებელს რომ პირველივე შეხვედრაზე პირადობის ნომერი მოგვთხოვოს? რამდენად მისაღებია, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვები, რომლებიც საქმესთან არაფერ შუაშია? ასევე ხშირად ჰქონია პრობლემა ანაზღაურების ოდენობის გამორკვევასთან - მომავალ უფროსებს აშკარად არ სიამოვნებდათ, თუ ანა ბონუსის დაზუსტებას მოითხოვდა. ზოგი დამსაქმებელი პირობებს არ აცნობდა, სანამ ტესტირებას არ გაივლიდა.

ანასთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, თავად მივსულიყავი რამდენიმე გასაუბრებაზე და გამერკვია, რა პირობებს სთავაზობენ და რა კითხვებს სვამენ დამსაქმებლები, შემდეგ კი იურისტისგან გამეგო, რა არის მისაღები, და რა - არა. რა უფლებებს ანიჭებს და როგორ იცავს სამუშაოს მაძიებელს კანონმდებლობა?

შეცვლილი სახელ-გვარითა და ასაკით რეზიუმე შევადგინე, ლამაზი ფოტოც დავურთე და სამუშაოს ძიებას შევუდექი.

პირველი გასაუბრება პარფიუმერიის მაღაზიაში მქონდა. კონსულტანტის პოზიციაზე ვაკანსია ორ წლამდე გამოცდილებას ითხოვდა. ინგლისურის და რუსულის ცოდნა უპირატესობად ითვლებოდა. პირობებში ეწერა, რომ ანაზღაურება დღეში 30 ლარი და ბონუსია, სამუშაო გრაფიკი 10:00-22:00, ორი დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება. დასაქმების ადგილად დიდი სავაჭრო ცენტრები იყო დასახელებული - „ისთ ფოინთი“, „თბილისი მოლი“, „სითი მოლი“ და სხვა.

მაღაზია რეალურად სტენდი აღმოჩნდა, სადაც კონსულტანტი დაახლოებით ოთხ კვადრატულ მეტრში, სუნამოს გამაბრუებელ სუნში მთელ დღეს ატარებს. გასაუბრებაც სწორედ აქ ჩაგვიტარდა - მე და კიდევ ერთ გოგოს, რომელიც აქამდე მაკდონალდსში და სპორტული ტანსაცმლის მაღაზიაში იყო ნამუშევარი. მენეჯერს გასაუბრებაზე 20 წუთი ველოდეთ. როცა მოვიდა, კონსულტანტი ერთ-ერთი მყიდველის შენაძენს ფუთავდა და მენეჯერი მას დაეხმარა, ამიტომ კიდევ 15 წუთი ველოდეთ. ბოლოს, რვეული ამოიღო სადაც ჩვენი სახელები, გვარები და საკონტაქტო ნომრები ჩაიწერა და გამოცდილება გამოგვკითხა. უკვე ამის შემდეგ პირობები გაგვაცნო - აღმოჩნდა, რომ ვაკანსიები მხოლოდ „თბილისი მოლში“ ჰქონდათ. სამუშაო საათები, 10:00-დან 21:00-მდე. ჩვენი ტრანსპორტირება ჩვენ თვითონ უნდა უზრუნველგვეყო.

„მე მგონი ჩემთვის ძალიან შორია“ - თქვა ჩემთან ერთად მოსულმა გოგომ.

„დადის ტრანსპორტი, არ არის პრობლემა“ - მიუგო მენეჯერმა. - „აგერ ერთი გოგო მოლში დადის ჰუალინგიდან“.

კონსულტანტისთვის, თუ სტუდენტური ბარათი არ გაქვს, “თბილისი მოლში” სიარული დღეში ორჯერ, სულ მცირე ოთხი ტრანსპორტის გამოცვლას ნიშნავს, რაც მინიმალური გამოთვლით, თვეში 39 ლარი დაგვიჯდებოდა. ამას დამატებული დღეში ერთხელ მაინც ჭამის თანხა, ვთქვათ, 5 ლარის ფარგლებში - ჯამურად სამსახურთან დაკავშირებული ხარჯები თვეში 100 ლარი მაინც დაჯდება. გამოდის, რომ იმ 450 ლარიდან, რაც უნდა გამოიმუშაო, ჯიბეში 350 ლარი დაგრჩება.

რა თქმა უნდა, საკვები სახლიდანაც შეგიძლია გამოიყოლო, თან იმ დროის განმავლობაში, რაც შესვენებისთვის გაქვს გამოყოფილი, მაინც საეჭვოა, რამეს ყიდვა მოასწრო.

„სტენდის დატოვება ერთი საათი წარმოუდგენელია!“ - უპასუხა მენეჯერმა ჩემ კითხვას შესვენების ხანგრძლივობაზე, ისე თითქოს დიდი სისულელე ვიკითხე. „თხუთმეტი წუთით გადიან ხოლმე გოგოები, თან კამერით აგრძელებენ სტენდის მეთვალყურეობას“.

ბონუსზეც ვიკითხე, თუმცა მენეჯერმა პასუხის მაგივრად ორუცნობიანი განტოლება მითხრა ამოსახსნელად - თუ იმდენს გაყიდი, რომ რაღაცა ლიმიტს გასცდეს, მაშინ დაგემატება ბონუსი. ეს ლიმიტი რა არის, არ დაუზუსტებია. თანაც, მხოლოდ შენ კი არ უნდა გადასცდე, არამედ ფილიალი მთლიანად.

ერთი კვირა სტაჟირება უნდა გაგვევლო, რადგან „თუ სუნამო არ იცით, სტენდში ვერ დადგებით“. თუ პირობები გვაკმაყოფილებს, შეგვიძლია სტაჟირება ახლავე დავიწყოთ. მე და მეორე მაძიებელმა გოგომ ერთმანეთს გადავხედეთ - პირობები აშკარად არასახარბიელო იყო. ვუთხარით რომ მოვიფიქრებთ.

„მოიფიქრეთ, ხო.. მაკდონალდსში და ნიკორაში მუშაობას, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ჯობია“ - გვითხრა მენეჯერმა.

 

მეორე გასაუბრებაზე ახალგახსნილ სასტუმროში მივედი. აქაც ორდღიან ცვლაში მუშაობა იყო, თუმცა ხელფასი მეტი - 680 ლარი ხელზე. გასაუბრება მენეჯერმა კაცმა ჩამიტარა. თავდაპირველად სასტუმროს მისაღებში შემხვდა, მაგრამ რადგან იქ ხმაური იყო (რემონტი ჯერ კიდევ მიდიოდა), უფრო წყნარ ადგილას გადანაცვლება შემომთავაზა. ჯერ კიდევ გაუხსნელი რესტორნის დარბაზში შემიძღვა.

„ესეც თქვენია?“ -ვიკითხე შესვლისას.

„იცი რამდენი ობიექტი მაქვს გახსნილი, ჩემო კარგო“ - მიპასუხა და თან ხელი წელზე შემავლო.

მომიყვა, როგორ ჰქონდა ორი კაზინო და ორივე პანდემიის დროს დაიკეტა. ახლა სასტუმროს და რესტორანს ხსნიდა, სადაც კლიენტებად სხვა კაზინოების ვიაპი მოთამაშეები შემოვიდოდნენ. თანამშრომლები ძირითადად ძველი ობიექტებიდან წამოიყვანა, რომლებიც ადრე, მისი თქმით მიმტანები იყვნენ თითქმის ათი წლის განმავლობაში და ახლა სუპერვაიზერების „შარვალ-კოსტუმი“ უნდა ჩაეცვათ - სავარაუდოდ, მიმანიშნა, რომ კარგი მუშაობის შემთხვევაში ჩემი მომავალიც ეს იქნებოდა.

ისიც მითხრა რომ რამდენიმე ბიჭ თანამშრომელს კაზინოს დილერი გოგოები გააცნო და ოჯახებიც შექმნეს - „მე რომ არ ამეყვანა სამსახურში ოჯახსაც ვერ შექმნიდნენ, ის ბავშვიც არ ეყოლებოდათ, ფინანსურადაც წინ ვერ წავიდოდნენ“. მთავარი ნდობააო, თორემ თანამშრომლებს შანსებს ყოველთვის ვაძლევო.

ხელფასს აქ მეტს იხდიდნენ; ყოველ შემთხვევაში, სამთვიანი პერიოდის შემდეგ, მომსახურების პროცენტისა და ჩაის ჩათვლით შესაძლებელი იყო სადღაც 1000 ლარზე ასვლა. დარბაზში მე და კიდევ ერთ ბიჭს უნდა გვემუშავა - „თუ რამე მძიმე იქნება წასაღები, ბიჭი იმუშავებს, თუ ლამაზი გოგო უნდა დაელაპარაკოს კლიენტს, მაშინ შენ“.

დღეში ორი ნახევარსაათიანი შესვენება გვექნებოდა, კვებას რესტორანში უზრუნველყოფდნენ. სამუშაო საათებზე კითხვები აქაც გამიჩნდა, შესვენების გამოკლებით, კვირაში 44 საათი გამოდიოდა. მეტიც, როგორც მენეჯერმა თქვა, „პანდემია და ამბები“ რომ გადაივლიდა, დილიდან შუაღამემდე, 00:00 საათამდე ან ბოლო კლიენტამდე ვიმუშავებდით, თუმცა დამატებითი საათი, რომელიც ხელშეკრულებაში არ იქნებოდა გაწერილი, ზეპირი დაპირებით, ანაზღაურდებოდა.

მენეჯერის თქმით, ასეთი გრაფიკი ადამიანისთვის უკეთესიც იყო - „უყურე, 8 საათი იმუშავე, ვითომ გაქვს თავისუფალი დრო მაგრამ უკვე დაიღალე, თავი აღარ გაქვს. 12 საათი რომ იმუშავებ, ცოტა მეტად დაიღლები, სამაგიეროდ იცი რომ აი ხვალაც ასე მოგიწევს და მერე ორი დღე შენია. შეგიძლია ისწავლო, ოჯახს მოუარო, პახმელიიდან მშვიდად გამოხვიდე“.

ჩემი და მენეჯერის ურთიერთობა აქ არ დამთავრებულა. რამდენიმე დღეში, მიუხედავად იმისა რომ უკვე ვაცნობე უარის შესახებ, შეტყობინება მომწერა, სადაც კვირა დღეს, ქორწილში სამუშაოდ გასვლას მთხოვდა. ზრდილობიანად ვუპასუხე, რომ უკვე ნაპოვნი მქონდა პოზიცია, რასაც კითხვები მოჰყვა - „რაშია საქმე - ხელფასში, გრაფიკში თუ მენეჯერში, რომელიც ასე დაინტერესდა თქვენით?”

 

ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე გრძელი გასაუბრება იყო, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა და ჯამში სამი საათი მაინც დასჭირდა. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების მსხვილ კომპანიას, რომელიც 90-იანი წლებიდან მუშაობს ქართულ ბაზარზე, კონსულტანტები სჭირდებოდა. ვაკანსია დეტალურად არაფერს აღწერდა. ისევ და ისევ ნაცნობი სიტყვები “სასიამოვნო სამუშაო გარემოს” და „მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემის“ შესახებ, თუმცა არაფერი გრაფიკზე და ანაზღაურებაზე.

გასაუბრება რამდენიმე ადამიანს ერთდროულად ჩაგვიტარეს. ბიზნეს ცენტრში, მოსაცდელში შევიკრიბეთ სამი გოგო და ერთი ბიჭი, გასაუბრებაზე ერთად შევედით. ოთახში სამი გოგო დაგხვდა, სამივე გახსნილი ლეპტოპით. ამ სამიდან ძირითადად ერთი გველაპარაკებო და კითხვებს ის სვამდა. მერე სამივე კლავიატურაზე აკაკუნებდა - ანკეტებს ავსებდნენ?

„გვინდა, უფრო სიღრმისეულად გაგეცნოთ, ვიდრე სივიში წერია“ - გვითხრა ქეთიმ, ადამიანური რესურსების მენეჯერმა, რითაც საკმაოდ შემაშინა. გონებაში სასწრაფოდ გადავავლე თვალი ჩემს ცრუ ბიოგრაფიას, თუმცა სულ ტყუილად - კითხვები სიღრმისეული საერთოდ არ იყო: რატომ გადავწყვიტეთ რეზიუმეს გამოგზავნა? სად ვცხოვრობთ? რა ენები ვიცით და რა ვიცით მათი კომპანიის შესახებ? ამ ბოლო კითხვაზე, სრულფასოვანი პასუხი, ალბათ მხოლოდ ერთ გოგოს ჰქონდა - იმას, რომელიც მეორე დღეს აღარ დაიბარეს. აქედან დავასკვენი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად მომზადებული მიხვიდოდი, და საერთოდ, მთელი გასაუბრების სერიოზულობა მოჩვენებითი იყო, რეალურად კი კომპანიას ისეთივე კრიტერიუმებით აჰყავდა თანამშრომლები, როგორც ნებისმიერ სხვა მაღაზიას - გარეგნობის, უცხო ენების ცოდნისა და საცხოვრებელი ტერიტორიის მიხედვით.

ასეა თუ ისე, პირველი ეტაპი „წარმატებით“ გავიარე, მეორე დილით ტესტირებაზე მივედი. როგორც წინა დღეს გვითხრეს, კომპანიის პირობებს მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდეგ გაგვაცნობდნენ, ანუ მესამე ეტაპზე.

ტესტირებაც ორი ნაწილისგან შედგებოდა - რავენის ინტელექტის შესაფასებელი ტესტი, სადაც 60 დავალება იყო, და აიზენკის 57 პუნქტიანი ტესტი პიროვნული კითხვებით, მაგალითად: რამდენად მგრძნობიარე ადამიანი ხართ? ღამე კოშმარები ხშირად გესიზმრებათ?

„რა არის ეს, ასე მგონია სარძლოდ მაფასებენ“ - თქვა ერთმა გოგომ ჩვენი ჯგუფიდან.

ინტელექტის ტესტის მხოლოდ ყველაზე მაღალი ქულის მფლობელი დაგვისახელეს (მე არ ვიყავი). აი პიროვნულ ტესტზე უფრო ვრცლად ვილაპარაკეთ - გვითხრეს ვინ რომელი ფსიქოტიპი ვართ, ექსტრავერტები ვართ თუ ინტროვერტები და შემდეგ გვეკითხებოდნენ, ვეთანხმებით თუ არა ამ შეფასებებს. ჩემი შეფასება საერთოდ არასწორი იყო, რადგან ნახევარ ტესტზე მაინც მოვიტყუე - ამის გაკეთება მარტივად შეუძლია ნებისმიერ კანდიდატს. საბოლოოდ, ჩემი დაკვირვებით, ამ ტესტებს არავითარი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ტესტირების შედეგის გაგებამდე, ადამიანური რესურსების მენეჯერმა უკვე შემოიტანა მაღაზიებში ჩვენი განაწილების ფურცლები. ამ ფურცლებს ქეთი ხელში ათამაშებდა, სანამ ის და მაღაზიათა ქსელის დირექტორი პირობებს გვიყვებოდნენ, მაგრამ გადაწყვეტილება იმის შესახებ, ხვალ რომელ მაღაზიაში რომელ საათზე უნდა მივსულიყავით, ჯერ კიდევ იქამდე ჰქონდათ მიღებული, სანამ პირობებს გაგვაცნობდნენ - დამსაქმებლებმა ჩათვალეს, რომ აქ მუშაობის დაწყება აუცილებლად გვენდომებოდა.

ორდღიანი გასაუბრებისა და ტესტირების შემდეგ, ველოდებოდი რომ ამ კომპანიაში სტანდარტულზე მაღალი ანაზღაურება და მოქნილი სამუშაო გრაფიკი იქნებოდა, მაგრამ შევცდი. ფიქსირებული ხელფასი მაღაზიაში 500 ლარია, რომელსაც ემატება თანამშრომლის პირადი გაყიდვიდან თანხის პროცენტი და მაღაზიის გეგმის შესრულების ბონუსი. არის კიდევ სხვა ბონუსებიც - მთელი სისტემა 5 პუნქტისგან შედგება. საბოლოოდ თანხა ვიკითხე, თვეში რამდენი გამომივიდოდა:

„უხეშად რომ ვთქვათ, 750 ლარამდე ადის“ - თქვა ლაშამ.

„ძალიან მაღალ ხელფასზეა უკვე საუბარი მთელი ბონუსების გათვალისწინებით“ - დაამატა ქეთიმ.

ორ კვირაში დასვენების 3 დღე და საათნახევრიანი შესვენება. 40% ფასდაკლება ქსელის მაღაზიებში. თანამშრომლებისთვის, დრესკოდის დასაცავად გათვალისწინებული იყო სამთვიანი უპროცენტო განვადებაც მაღაზიის პროდუქციაზე.

ალბათ, ეს იმდენად კარგი პირობებია, რომ ყველა ხვალინდელი გეგმა უნდა გადაგვედო და სამსახურში გამოვცხადებულიყავით. როცა ქეთის ვუთხარი, რომ კიდევ ერთი გასაუბრებიდან ველი პასუხს, უკმაყოფილო დარჩა - „ჯერ იქ ნახავ და თუ არ აგიყვანენ ჩვენთან მოხვალ, არა?“ - როგორც ჩანს, იმ უსარგებლო საათების შემდეგ, რაც ტესტირებაზე და პირველ გასაუბრებაზე დაიხარჯა, მზად უნდა ვყოფილიყავი, მუშაობის დაუყოვნებლივ დასაწყებად..

რისი უფლება გვაქვს გასაუბრებაზე?

გასაუბრებების დროს ფიზიკურადაც და მორალურადაც დაირღვა ჩემი პირადი სივრცე, პოტენციურმა დამსაქმებელმა კი ჩემი დრო არაფრად ჩააგდო. კითხვებით სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტს, გიორგი ლანჩავას მივმართე. სამწუხაროდ, საქართველოს შრომის კოდექსი წინასახელშეკრულებო ურთიერთობის, ანუ გასაუბრების დროს კანდიდატის უფლებებზე საკმაოდ მწირ ინფორმაციას იძლევა. ძირითადად, კანდიდატს დისკრიმინაციის მუხლით მოდავება შეუძლია, თუმცა ამის დამტკიცება შეიძლება გაჭირდეს.

რა კითხვებია გამართლებული დამსაქმებლის მხრიდან?

გასაუბრების დროს ხდება ადამიანის კვალიფიკაციის დადგენა და ის კითხვები, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება შესასრულებელ საქმეს, შეგვიძლია უპასუხოდ დავტოვოთ, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე პირად ინფორმაციას ეხება. ერთ-ერთ გასაუბრებაზე დაბარებამდე, ანკეტა გამომიგზავნეს, რომელიც 1 საათის განმავლობაში შევსებული უნდა დამებრუნებინა. ანკეტაში ჩემი ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები უნდა დამეწერა, ისევე როგორც პირადი ნომერი. კომპანიაში გადავრეკე და ვიკითხე, რა საჭიროა ეს დეტალები. „ეს მიღებული პრაქტიკაა, კომპანია ბექგრაუნდის შემოწმებას აკეთებს“ - იცოდეთ, რომ ეს "მიღებული პრაქტიკა" არ არის და არ ხართ ვალდებული, პირადი ნომერი გაანდოთ - მიხსნის გიორგი ლანჩავა.

იგივე შეიძლება ითქვას ოჯახურ მდგომარეობაზე. გამონაკლისია ჯანმრთელობის მდგომარეობა, როცა პოტენციური საქმიანობა მძიმე ფიზიკურ დატვირთვას ეხება.

„თუ ამას მოჰყვება ის რომ კანდიდატს სამსახურში არ აიყვანენ, ამაზე მოდავების უფლებაც ექნება, რადგან დისკრიმინაციის ფაქტია “- ამბობს გიორგი ლანჩავა.

რა გავაკეთო, თუ დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდი?

თუ სამუშაოს მაძიებელს გაუჩნდა დისკრიმინაციის გონივრული ეჭვი, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზეა. სირთულე იმაშია, რომ გონივრული ეჭვის შექმნის საფუძველიც ყოველთვის მარტივი არ არის - მაგალითად, სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, როცა მხოლოდ სიტყვიერად შეგიძლიათ აღწეროთ რა მოხდა. დისკრიმინაციის თუ შევიწროების მსხვერპლს შეუძლია, შრომით ინსპექციას მიმართოს. ინსპექტორს აქვს მანდატი, ადგილზევე, გამოთხოვნის გარეშე ნახოს ყველა დოკუმენტი და ჩანაწერი, ესაუბროს ადამიანებს - შესაძლოა მან მსგავსი შემთხვევებს წარსულშიც მიაგნოს. შრომის ინსპექციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე 15 05.

რა კითხვების დასმის უფლება მაქვს დამსაქმებლისთვის?

დამსაქმებელმა პირნათლად უნდა განგიმარტოთ თქვენი მოვალეობები, სამუშაო განრიგი და ანაზღაურება, თუმცა ჩემი დაკვირვებით, სამივე ეს პუნქტი გასაუბრებაზე ბუნდოვანია ხოლმე, ამიტომ დამაზუსტებელი კითხვები თქვენ უნდა დასვათ. დამსაქმებელს ეს ხშირად არ სიამოვნებს, მაგრამ ყველაფრის გარკვევა თქვენი უფლებაა.

შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობა შრომის ანაზღაურებაა. თუკი დამსაქმებელი აბსტრაქტულად ახსენებს ბონუსს, კანდიდატს აქვს უფლება დააზუსტებინოს როგორ ფორმირდება ეს ბონუსი, რასაა მიბმული და რა სიხშირით გაიცემა. გასაუბრებაზე ხშირად ამბობენ, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება - მაგრამ არ აზუსტებენ, რამდენით.

„კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული, რა ტარიფით იქნება გაზრდილი ზეგანაკვეთური შრომა. ერთი თეთრიც რომ მოემატოს, ნიშნავს რომ გაზრდილი ტარიფით ანაზღაურდება. თუ საქმე სასამართლომდე მივა საქმე, რა თქმა უნდა ის ბევრად მეტს გადაწყვეტს მაგრამ სასამართლომდე საქმე ძალიან იშვიათად მიდის.“

უფრო რთულადაა საქმე სამუშაო საათების შემთხვევაში. კანონმდებლობით კვირაში 40 საათზე მეტი მუშაობა მხოლოდ სპეციალური რეჟიმის საწარმოსთვისაა დაშვებული, სადაც საჭიროა უწყვეტი რეჟიმი. ამ საწარმოების ნუსხა იმდენად ვრცელი იყო, რომ ფაქტობრივად, ყველა სფეროს მოიცავდა. თუმცა 2021 წლის 1 აპრილიდან ეს ნუსხა ძალადაკარგულია, ახალი კი დამტკიცებული არ არის. ამიტომ, კანონმდებლობა ამ წუთას არაფერს ამბობს, რომელ საწარმოებს შეუძლიათ კვირაში 48 საათამდე ამუშაონ დასაქმებული.

შემიძლია ტესტირებაზე უარი ვთქვა?

შეგიძლიათ, ტესტირებამდე პირობების გაცნობა მოითხოვოთ, თუმცა დამსაქმებელსაც აქვს უფლება, უარი გითხრათ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვიფიქროთ რომ ტესტირება არის დისკრიმინაციული და ამის საფუძველზე დავიწყოთ სამართლებრივი პროცედურები- მივმართოთ შრომის ინსპექციას ან სახალხო დამცველს და გავანდოთ ჩვენი ვარაუდი. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არცერთ ტესტს - მით უფრო ინტელექტუალური და პიროვნული ხასიათის - არ აღიარებს და ტესტირება არ შეიძლება გახდეს სამსახურში აყვანის აბსოლუტური წინაპირობა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: трасса из Солнцева до Варшавского шоссе откроется в 2026 году


Спорт в России и мире
Москва

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о повышении экологического статуса целлюлозно-бумажных технологий в России





Путин в России и мире
Москва

Путин по приезде в Москву встретился с главой Ингушетии Калиматовым


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Белорусская филармония и хор готовы приехать на гастроли в Алтайский край — Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Столтенберг решил не встречаться с Зеленским в Брюсселе


Навальный в России и мире
Москва

Суд Москвы продлил арест трем адвокатам Навального по делу об экстремизме



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Николай Цискаридзе

Цискаридзе признался в любви Пугачевой



Москва

Глава Приморья Кожемяко рассказал о перспективах развития туризма на Дальнем Востоке

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net