123ru.net
World News in Georgian
Июнь
2021

20 ივნისს დაზარალებულები ოპოზიციის კანონპროექტზე: მორალური სახის შენარჩუნების წარუმატებელი მცდელობაა

0
20 ივნისის დაზარალებულები პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არა ფულადი კომპენსაციია, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არამედ 20 ივნისის საქმის კომპლექსური და სრულფასოვანი გამოძიება, შესაბამისი პირების დასჯა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაა დაშავებულებისთვის.


"ჩვენ, 20 ივნისს დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები 2 წელია ვითხოვთ ჩვენი შელახული უფლებების სამართლებრივ აღდგენას, დაზიანებული  ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო გარანტიების მიღებასა და  შესაბამისი დამნაშავეების დასჯას. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიცია. ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა კონკრეტული ფინანსური ანაზღაურების მიღება. 


როგორც სახელმწიფო ძალმომრეობის და უსამართლობის მსხვერპლნი ვალდებულად ვთვლით ჩვენი და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დადგეს, რაც გამოიხატება უკანონო ბრძანების გამცემი საჯარო თანამდებობის პირებისა და ამ ბრძანებების ამსრულებელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დასჯით, რადგან საათების მანძილზე დემონსტრანტების გამიზნული დასახიჩრება და დაზიანება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კონკრეტული შედეგის დადგომა მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მომავალში ვერცერთმა მთავრობამ ჩვენ ქვეყანაში ვეღარ გაბედოს გამიზნულად საათების მანძილზე ათეულობით და ასეულობით მოქალაქის დასახიჩრება და დაზიანება. 


ამ მიზნის მიღწევა კი მოითხოვს 20 ივნისის საქმის კომპლექსურ და სრულფასოვან გამოძიებას, შესაბამისი პირების დასჯას და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას დაშავებულთათვის, რომლებიც არა ვინმეს კეთილი ნების, არამედ კანონის ძალით იქნებიან მოსარგებლენი სახელმწიფო რეაბილიტაციის გარანტიების და თუნდაც შესაბამისი ანაზღაურების" - ნათქვამია განცხადებაში. 




დაზარალებულები ამ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია "შარლ მიშელის დოკუმენტის" ის მუხლი, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების ამნისტიას ეხება. 


"დოკუმენტზე ხელმოწერის შემდგომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ამნისტიის შედეგად დამდგარი შედეგი დაზარალებულებისთვის ნაკლებად მტკივნეული გახადოს, თუმცა მათ კარგად უნდა ესმოდეთ რომ ამ ორი წლის მანძილზე ოპერაციების, სულიერი და ფიზიკური ტკივილის გადატანის მთავარ მოტივაციას დაშავებულთათვის არა კონკრეტული ფინანსური დახმარების მიღება, არამედ საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა წარმოადგენდა. 


აქედან გამომდინარე, 20 ივნისს დაშავებულთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კანონპროექტი წარმოადგენს წარუმატებელ პოლიტიკურ მცდელობას ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით მორალური სახის შენარჩუნების და მთლიანად ეწინააღმდეგება დაშავებულების ორ წლიანი სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებას" - აღნიშნავენ დაზარლებულები.




განცხადებას ხელს აწერენ: 



გიორგი სულაშვილი
დავით ქურდოვანიძე 
მაკო გომური 
ლუკა პეტრიაშვილი 
დემეტრე ნაყოფია 
გიორგი ბულისკერია 
კობა ლეთოდიანი 
ირაკლი ხვადაგიანი 
ირაკლი ფავლენიშვილი 
დავით ხვადაგიანი 
ზაზა მღებრიშვილი 


 


 





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал, как платформа «Электронный дом» помогает москвичам


Спорт в России и мире
Москва

Radio Tapok перенесет зрителей в атмосферу легендарных баталий


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев получил предупреждение за разбитую ракетку в матче с Фрицем на Итоговом турнире


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«‎Это массовое убийство»: МВД получило депутатский запрос из-за отравлений собак догхантерами





Путин в России и мире
Москва

Путин повысил судью, вынесшей приговор педиатру Надежде Буяновой


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Никто кроме Лукашенко»: Ещё один кондидат снялся с выборов президента Белоруссии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Боррель пообещал Киеву закончить поставку 1 млн снарядов к концу года


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Валерий Гергиев

Валерий Гергиев высказался о высоких ценах на билеты в Большой театр



Москва

Эстония откажется от сланца в энергетике?

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net