Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

ამნისტიის კანონპროექტის ორი ვარიანტი პარლამენტში - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 აპრილს

0

ოპოზიცია პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვარიანტს დაარეგისტრირებს

ოპოზიციის პირველი დღე პარლამენტში უმრავლესობასთან ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე უშედეგო მოლაპარაკებით დასრულდა. საერთო პოზიციაზე შეუჯერებლობის გამო, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ 2 კანონპროექტს წარადგენენ. ოპოზიცია თავის კანონპროექტს დღეს, 28 აპრილს დაარეგისტრირებს.

განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული, ანუ არ შეეხება იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანებაზე. მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ ამნისტიისას დაზარალებულთა თანხმობის მექანიზმთან დაკავშირებითაც.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ამნისტიის კანონში დაზარალებულის თანხმობის, როგორც კონკრეტული პირების ამნისტიისთვის საჭირო მექანიზმის შემოტანა შესაძლოა სპეკულაციის საგანი გახდეს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება ამგვარი პირობის ჩადებას.

"დაზარალებულის თანხმობა შესაძლოა გახდეს სასპეკულაციო თემა. ყველაფერი დაიწყო მელიას მოწოდებით შტურმთან დაკავშირებით, ყველა დანარჩენი, ვინც არის დაზარალებული, ფაქტობრივად მელიას დაზარალებულები არიან - წარმოიდგინეთ, ახალი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის უნდა გავხსნათ საფუძველი დაზარალებულის თანხმობით, ჯობია ალბათ ეს არ ჩაიწეროს, მაგრამ ვიმსჯელებთ ამაზე", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტს გარეთ მყოფ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ ამნისტია ახლა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება. მაგრამ, ოპოზიციამ უარი რომც თქვას, მმართველი პარტია მაინც შეძლებს დაამტკიცოს ამნისტიის საკუთარი პროექტი.

რას ფიქრობენ მხარეები და რატომ რჩება ამნისტია ჯერ ისევ გადაუჭრელ დილემად? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მიხეილ სარჯველაძემ განმარტა რატომ არ ეთანხმება ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვარიანტს

შავგულიძე ამნისტიის კანონპროექტზე: "ოცნებასთან" შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ოპოზიცია თავის კანონპროექტს დაარეგისტრირებს

ფრიდონ ინჯია საყოველთაო ამნისტიის ინიციატივით გამოდის

 

 

 

გიორგი რურუამ ციხე დატოვა

პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის შემდეგ „მთავარი არხის" მეწილემ გიორგი რურუამ #8 პენიტენციური დაწესებულება („გლდანის ციხე") დატოვა.

„მე ვარ აქტიური მოქალაქე და დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არ არის", - თქვა რურუამ.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ დანაშაული გამოასწორა. „მე შესაწყალებელი არაფერი არ მქონდა. მე ერთხელ უკვე შემომთავაზეს შეთანხმება, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, აღიარების შემთხვევაში და უარი ვუთხარი", - აღნიშნა რურუამ.

გიორგი რურუას ციხესთან დახვდა ამავე არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც მის დაპატიმრებას, სწორედ ტელეკომპანიას უკავშირებს.

„ეს ძალიან დიდი სიმძიმე ჩვენ ყველას მოგვეხსნა. რაც მთავარია, მოგვეხსნა ამ ძალიან დიდი სიხარულის ფორმით, რასაც მისი შეწყალება ერქვა. ვულოცავ გიორგის და ძალიან მალე მიმელოცოს ყველა იმ ადამიანებისთვის, რომლებითაც სავსეა საქართველოს ციხეებში. პირველ რიგში და უმთავრესად ნიკა მელიას ვგულისხმობ", - თქვა გვარამიამ.

წაიკითხე მეტი.

 

 

თბილისში ფაქტობრივად შეივსო „სინოფარმით" აცრისთვის განკუთვნილი ადგილები

27 აპრილს, 20 საათზე გაიხსნა პორტალი, რომელზეც ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეები დარეგისტრირდებიან. ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას 18 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ.

აცრისთვის დაჯავშნა შესაძლებელია ვებსაიტზე booking.moh.gov.ge ან ნომერზე 15 22.

27 აპრილის საღამოს მდგომარეობით განსაკუთრებით აქტიურობენ თბილისის მცხოვრებლები. დედაქალაქის ბევრ რაიონში უკვე შევსებულია აცრისთვის განკუთვნილი ადგილები. განსხვავებული ვითარებაა რეგიონებში, სადაც მოქალაქეები ნაკლებად რეგისტრირდებიან.

გუშინ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა თქვა: „არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის "სინოფარმი" არის უსაფრთხო ვაქცინა და, შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო ამ საერთაშორისო გადაწყვეტილებას და საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ აიცრან "სინოფარმით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

27 აპრილის მონაცემებით საქართველოში სულ აცრილია 40095 ადამიანი. „სინოფარმი“ მესამე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა AstraZeneca-სა და Pfizer-ის შემდეგ.

წაიკითხე მეტი.

 

 

პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „მინისტრის საათის“ ფარგლებში დღეს პარლამენტში მივა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ორშაბათს განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძისთვის პარლამენტს 13 აპრილს უნდა მოესმინა, თუმცა მისი გამოსვლა ერთი კვირით გადაიდო.

ამჯერად ტიკარაძეს პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი დახვდება, რომლებიც შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ. ფორმატის მიხედვით „მინისტრის საათი“ კითხვა-პასუხის რეჟიმსაც ითვალისწინებს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

 

 

ბრიტანეთმა მაგნიტსკის საქმეზე რუსეთის 14 მოქალაქეს დაუწესა სანქციები

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის იმ 14 მოქალაქეს დაუწესა სანქციები, რომლებსაც კავშირი აქვთ მოსკოვის საპატიმროში იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან და რუსეთის ბიუჯეტიდან 230 მილიონი დოლარის გაფლანგვის საქმესთან, რასაც მაგნიტსკი იძიებდა. სანქციების დაწესება მოხდა აშშ-ის მიერ შემუშავებული „მაგნიტსკის აქტის“ ბრიტანული ანალოგიით 2018 წელს მიღებული ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, რომელიც ძალაში შევიდა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ.

სანქციების სია გამოქვეყნებულია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე. რუსეთის 14 მოქალაქის გარდა, ბრიტანული სანქციები ვრცელდება ასევე ჰონდურასის, ნიკარაგუის, გვატემალისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებზე, ჯამში სულ 22 ადამიანზე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებასა და კორუფციაში.

წაიკითხე მეტი.

 

 

რას უპირებდა გრიბოედოვი თბილისს

რუსი დიპლომატისა და პოეტის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის არქივში შემონახულია მცირე, ერთგვერდიანი ბარათი, რომელიც ტფილისის რეკონსტრუქციას ეხება. 1827 წლით დათარიღებულ დოკუმენტში, რომლის სახელწოდებაა „ბარათი თბილისის განახლების უკეთესი წესის შესახებ“ ( Записка о лучших способах вновь построить город Тифлиси), გრიბოედოვი გამოთქვამს თავის მოსაზრებებს თუ როგორ უნდა განახლდეს ქალაქის ქუჩები რეკონსტრუქციისას. აშკარაა, რომ გრიბოედოვს არ მოსწონდა ტფილისის განახლების ის გეგმა, რომელსაც მაშინდელი მთავარმმართებელი და გრიბოედოვის უფროსი, ალექსეი ერმოლოვი ახორციელებდა ჩვეული ენერგიითა და სალდათური მოუქნელობით.

1969 წლის ჟურნალ „საბჭოთა საქართველოს“ მე-8 ნომერში დაიბეჭდა არქიტექტორისა და ხელოვნებათმცოდნის, ლონგინოზ სუმბაძის სტატია, რომელშიც დეტალურად არის გარჩეული გრიბოედოვის ბარათის ტექსტი, რომლის მიხედვითაც ტფილისი სამ განცალკევებულ ნაწილად არის დაყოფილი:

ჩრდილოეთით მდებარე გარეთუბანი (ორიგინალში რატომღაც Каратубань).

ნამდვილი ქალაქი ანუ კალე.

ავლაბრის გარეუბანი (Предместье Авлабарское)

ლონგინოზ სუმბაძე სტატიაში შენიშნავს, რომ რუსეთის თვითმპყრობელობის წარმომადგენლები საქართველოში უგულებელყოფდნენ ადგილობრივ თავისებურებებს და ქალაქის რეკონსტრუქციას წარმართავდნენ მოსახლეობის ზნე-ჩვეულებებისა და საუკუნეთა განმავლობაში გამომუშავებული ხალხური ტრადიციების გაუთვალისწინებლად. სუმბაძის თქმით, იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა ალ. გრიბოედოვი, რომელმაც თბილისის რეკონსტრუქციისას რამდენიმე წესის გათვალისწინება მოითხოვა.

როგორ ხედავდა გრიბოედოვი თბილისს, წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

 

 

 

 

85 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ნახეთ კახი კავსაძე სცენაზე, ფილმებსა და ცხოვრებაში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

«Молитесь, друзья»: сын олимпийского чемпиона Ивана Стретовича погиб во время родов в Новосибирске


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Камила Джорджи

Экс‑теннисистка Джорджи обвиняется в краже мебели и ковров на €100 тысяч — СМИ


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Российский рынок одноразовой биоразлагаемой посуды: итоги 2023 г., прогноз до 2027 г.





Путин в России и мире
Москва

Глава МИД КНР Ван И заявил, что Пекин ценит позицию Москвы по Тайваню


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Запись от имени Президента Беларуси сделана в книге соболезнований в посольстве Ирана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский объяснил, почему не хочет приглашать РФ на «саммит мира»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Прокофьев

В Пекине Заслуженный коллектив России исполнил произведения Прокофьева и Шостаковича



Москва

Два человека пострадали в ходе конфликта на юге Москвы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net