ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა "მომთაბარეთა მიწა"
ამერიკის კინოაკადემიამ პრემია „ოსკარი“ მიანიჭა ფილმს „მომთაბარეთა მიწა“, რომელმაც წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
წლის საუკეთესო ფილმებს შორის ასევე დასახელებული იყო:
“მამა”
“მანკი”
“იუდა და შავკანიანი მესია”
“მინარი”
“იმედის მომცემი ახალგაზრდა ქალი”
“მეტალის ხმა”
“ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი”
როგორც საუკეთესო რეჟისორმა, „ოსკარი“ მიიღო "მომთაბარეთა მიწის" რეჟისორმა, ქლოა ჟაომაც. ჟაო ამერიკის ისტორიაში პირველი აზიელი ქალი და მეორე ქალი რეჟისორია, რომელმაც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა. პირველი იყო კეტრინ ბიგელოუ, რომელმაც "ოსკარი" 2009 წელს მოიპოვა, ფილმისთვის "ქარიშხლის მბრძანებელი".
„მომთაბარეთა მიწა“ დაქვრივებულ და სამსახურის გარეშე დარჩენილ ქალზეა, რომელიც ფურგონში ცხოვრებას და ამერიკაში მოგზაურობას გადაწყვეტს. ფილმის მთავარი გმირის როლის შემსრულებელმა ფრენსის მაკდორმანდმა „ოსკარი“ მიიღო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა ენტონი ჰოპკინსმა. 83 წლის მსახიობს „ოსკარი“ გადაეცა დემენციით დაავადებული გმირის როლის შესრულებისთვის ფილმში „მამა“.
„ოსკარებით“ დაჯილდოების 93-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, 25 აპრილს ჩატარდა. კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული იყო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.