ინდოეთში ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქებაა
![ინდოეთში ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქებაა](https://gdb.rferl.org/b7a4d85d-2eb0-4de6-9c9a-6ab2496c345f_w800_h450.jpg)
ინდოეთში, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა. ეპიდემიის განმავლობაში პირველად, 24 საათში აღირიცხა ინფიცირების 350 ათასამდე შემთხვევა.
ოფიციალური სტატისტიკით, დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 2800-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილებს კრემაციას პირდაპირ ქუჩებში უკეთებენ.
ინდოეთის საავადმყოფოები გადავსებულია. ბევრგან ჟანგბადის მიწოდების საშუალებების დეფიციტია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ პირველ ტალღასთან გამკლავების შემდეგ, ისევ წარმატების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ინდოეთი კორონავირუსის ქარიშხლის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
ინდოეთისთვის სამედიცინო აპარატურის, მედიკამენტების და დამცავი საშუალებების გაგზავნა გადაწყვიტეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის სახელმწიფოებმა.
ინდოეთი, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მასშტაბით. პანდემიის განმავლობაში ინდოეთში დაავადდა 17 მილიონზე მეტი ადამიანი.