56 წლის მონიკა ბელუჩი Madame Figaro-ს ახალი ნომრის ყდას ამშვენებს
იტალიელი ვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი აქტიურ კარიერულ ცხოვრებას აგრძელებს. 56 წლის მონიკა, ამჯერად Madame Figaro-ს ახალი ნომრის ყდას ამშვენებს.
მან ფოტოები “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მონიკა ბელუჩი, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაშია. ყველა ფოტოში სხვადასხვა ბრენდის სამოსი აცვია, მათ შორის Dior-ისა და Miu Miu-ს დიზაინით შექმნილი სამოსი. ფოტოებზე მონიკას Cartier-ის სამკაულები უკეთია. ფოტოების ავტორი საბინა ვილარია.