Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

ზემანის სიტყვებს აფეთქებაზე აკრიტიკებენ ჩეხეთში და მიესალმებიან რუსეთში

0
ზემანის სიტყვებს აფეთქებაზე აკრიტიკებენ ჩეხეთში და მიესალმებიან რუსეთში

ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის მიერ 25 აპრილს გაკეთებული განცხადებით, ქვეყნის უშიშროების და ინფორმაციის სამსახურის ანგარიშში არ არის ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო გაზვერვის (გრუ) აგენტები სოფელ ვრბეტიცეში იმყოფებოდნენ და კავშირი ჰქონდათ 2014 წელს ტყვია-წამლის საწყობში მომხდარ აფეთქებასთან.

თავის ვიდეომიმართვაში ზემანმა მხარი დაუჭირა საქმის სრულფასოვან გამოძიებას და რუსეთის მიმართ არსებულ ეჭვებს ძალიან სერიოზული უწოდა.

"არც ერთი სუვერენული ქვეყანა არ დაუშვებს იმას, რომ თავის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ორმა აგენტმა მოაწყოს ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც დაიღუპა ჩეხეთის ორი მოქალაქე და შეიქმნა მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალი" - განაცხადა ზემანმა და დასძინა, რომ მას აშფოთებს ჩეხეთში უცხოეთის აგენტების გადაადგილების ფაქტი.

თუმცა, ამავე დროს, ზემანმა აღნიშნა, რომ ამჟამად განიხილება მომხდარის ორი ვერსია - მასთან უცხოეთის დაზვერვის კავშირი და არასათანადო მოპყრობა ტყვია-წამალთან. ზემანი აცხადებს, რომ სრულად ენდობა პოლიციას და გენერალურ პროკურატურას. თუ გრუ-ის მონაწილეობა დადასტურდება, რუსეთს აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს - თქვა ზემანმა. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიმართ გამოთქმული ბრალდებები "სადაზვერვო თამაშები" იყო.

ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის სპიკერმა, მილოშ ვისტრიჩილმა ზემანის სიტყვების პასუხად განაცხადა, რომ "შოკირებულია" მისი ზოგიერთი განცხადებით: "არის ინფორმაცია, რომელიც ბატონ პრეზიდენტსაც აუცილებლად ექნება, მაგრამ ამაზე თავის ვიდეომიმართვაში არ ულაპარაკია. არ ვამტკიცებ, რომ მან ეს განზრახ გააკეთა, მაგრამ მან შერჩევითად გამოააშკარავა ზოგიერთი [ცნობა] და არ ულაპარაკია სხვა [ინფორმაციაზე]. ამ ინფორმაციის სრულად გამჟღავნება შეუძლებელია, რადგან ეს მნიშვნელოვნად გამოუთხრიდა ძირს საქმის სრულფასოვან გამოძიებას".

ზემანის სიტყვები გააკრიტიკა ჩეხეთის ოპოზიციამაც და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ან არ იცნობს საქმის დეტალებს, ან საზოგადოება შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს გააქარწყლოს რუსეთის აგენტების გარშემო არსებული ეჭვები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, აფეთქებასთან გრუ-ის კავშირის შესახებ უკვე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები.

მოსკოვში მიესალმნენ ზემანის გამოსვლას. "ზემანის განცხადებები პირველი შემთხვევაა გაქარწყლებისა ნაცნობი პრინციპის, higly likely-ის [ძლიერად სავარაუდოა], რომლითაც რუსეთს ბოლო წლებში ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში ადანაშაულებდნენ" - განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს პირველმა ვიცესპიკერმა, პიოტრ ტოლსტოიმ. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ზემანი "ობიექტურობისთვის" შეაქო, ხოლო საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ ჩეხეთს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა 17 აპრილს გამოაცხადა, რომ ჩეხეთის დაზვერვის და უშიშროების სამსახურების გამომძიებლებმა "ცალსახა მტკიცებულებები" წარმოადგინეს საიმისოდ, რომ "გონივრული ეჭვი არსებობდეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, GRU-ს 29155-ე დანაყოფის წევრების როლზე 2014 წელს, ვრბეტიცეს ტყვია-წამლის დეპოში მომხდარ აფეთქებაში".

ამ განცხადების შემდეგ ჩეხეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი, რომლებსაც ჯაშუშებად მიიჩნევდა - რასაც პრაღასა და მოსკოვს შორის საპასუხო ნაბიჯების სერია მოჰყვა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Колледжи проведут Дни открытых дверей


Спорт в России и мире
Москва

Охрана и безопасность. Как роботы и дроны работают на спортивных объектах?


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Российский теннисист Медведев опустится на строчку в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Маршруты для прогулок в мегаполисе: 7 экотроп Москвы





Путин в России и мире
Москва

В Москве стартовал Национальный конгресс эндокринологов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Запись от имени Президента Беларуси сделана в книге соболезнований в посольстве Ирана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский объяснил, почему не хочет приглашать РФ на «саммит мира»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Булат Окуджава

«Писать грустные песни — само по себе было протестом» // Как Булат Окуджава сделал голос частного человека общественным явлением



Москва

Дороги Подмосковья во вторник вечером загружены на 6 баллов

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net