Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

პოლიციამ ათასზე მეტი ადამიანი დააკავა რუსეთში ნავალნის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლების დროს

0
პოლიციამ ასეულობით ადამიანი დააკავა 21 აპრილს რუსეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების დროს. დემონსტრანტები მოითხოვდნენ საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის განთავისუფლებას. ნავალნი, რომელიც კოლინიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კვირაა შიმშილობს და მოითხოვს მასთან დამოუკიდებელი ექიმების შესვლას.


ОВД-Инфо-ს ცნობით, რომელიც თვალყურს ადვნებს პოლიტიკური საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა  და აქტივისტების დაკავებებს, იტყობინება, რომ მოსკოვის დროით 22:30 საათისთვის მთელ რუსეთში დაკავებულთა რიცხვა ათასს გასცდა.



იმ დღეს, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თავისი ყოველწლიური გამოსვლით წარდგა პარლამენტის გაერთიანებული სხდომის წინაშე, ვლადივოსტოკიდან მოსკოვამდე, არაერთ ქალაქში, გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რომლებისკენ ხალხს მოუწოდა ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა. რუსეთის მთავრობას სურს ფონდის ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიჩნევა და დახურვა.


მოსკოვში პოლიციამ გადაკეტა მანეჟის მოედანი, სადაც უნდა შეკრებილიყვნენ ნავალნის მომხრეები. შეკრებები გაიართა ქალაქის სხვა არეალებში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, აქციაში ექვსი ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ტელეარხ „დოჟდის“ თანახმად, მოსკოვში გამოსულ დემონსტრანტთა რიცხვი ათი ათას აღწევდა, როცა "Открытые медиа-"მ 25 ათასი დაასახელა, ხოლო Белый счётчик"-მა 20-25 ათასი.


პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ აქცია არ დაშალა იანვრისა და თებერვლის აქციებისგან განსხვავებით.


აქციებში მონაწილეობდნენ ნავალნის ოლჯახის წევრები, ცოლი - იულია, ძმა - ოლეგი, ასევე ცნობილი რეპ-მომღერლები.


პეტერბურგში პოლიციამ გადაკეტა სასახლის მოედანი, რის გამოც ხალხი შეიკრიბა ისაკის ტაძრის წინ და იქიდან გამართა მსვლელობა. მოსკოვისგან განსხვავებით, იქ პოლიცია მკაცრად მოქმედებდა, დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.


ნიჟნი ნოვგოროდში დააკავეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ეფიმ ხაზანოვი, რომელიც განყოფილებაში წაიყვანეს და შეადგინეს ოქმი ადმინისტრაციული დარღვევის - არასანქცირებულ აქციის ორგანიზების გამო. ხაზანოვს, რომელმაც ორი წლის წინ სახელმწიფო პრემია მიენიჭა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, „გრავიტაციული ტალღების რეგისტრაციის პრობლემების ფუნდამენტური საფუძვლების შექმნის და ინსტრუმენტული გადაწყვეტისთვის“, ბრალდება ფეისბუკით ალექსეი ნავალნის მომხრეთა აქციების გამოქვეყნუბლი პოსტის თავისი მხრივ გავრცელება.


ასევე მოსკოვში დააკავეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, ვლადიმირ რიჟკოვი იმავე ადმინისტრაციული მუხლით. ნავალნის პრესმდივანს, კირა იარმიშს, უკვე მიუსაჯეს ათ დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი. არასანქცირებული აქციის ორგანიზებისთვის. მისი ანგარიშებიდან მართლაც გავრცელდა საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოწოდება, მაგრამ მას, როგორც ე.წ სანიტარული საქმისთვის შინა პატიმრობაში მყოფს, აკრძალული აქვს ინტერნეტით სარგებლობა და მის ანგარიშებს განაგებენ მისი მომხრეები. 21 აპრილის საღამოს გაათავისუფლეს ნავალნის კიდევ ერთ მომხრე, ლიუბოვ სობოლი.


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net