რუსეთი ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან
რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ათი თანამშრომელი.
ნოტა ამის თაობაზე აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ბარტ ბორმანს გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შესაბამისმა პირებმა რუსეთი უნდა დაიტოვონ 21 მაისამდე, იტყობინება სამინისტროს თავის საიტზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ზომას უწოდა საპასუხო ნაბიჯი „ამერიკული მხარის მტრული მოქმედების მიმართ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს და ნიუ -იორკში გენერალური საკონსულოს რიგი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უსაფუძვლოდ გამოაცხადეს არასასურველ პირებად“.
20 აპრილს გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის ელჩი მოსკოვში, ჯონ სალივანი, ვაშინგტონში გაემგზავრებოდა რუსეთის პრეზიდენტის, იური უშაკოვის რეკომენდაციის შედეგად, „გაფრენილიყო თავის დედაქალაქში და გაევლო სერიოზული კონსულტაციები“, რომელიც გამოითქვა აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შემდეგ.
ვაშინგტონში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი მარტში იქნა გამოძახებული მოსკოვში. ეს მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ის ვლადიმირ პუტინს მკვლელად.
რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, მის მიერ 16 აპრილს გამოცხადებული საპასაუხო ზომების კომპლექსის ჩარჩოებში გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები - საპასუხო ზომები - აშშ-ის ანტირუსული უკანონო სანქციების ტალღის მიმართ.