Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

0

ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, შეხვედრაზე მათ სამი ძირითადი საკითხი დააყენეს.

გოლეთიანის თქმით, უნდა “ალაგდეს ბარიკადები, ხეობაში სამუშაო პროცესები შეწყდეს და კარვებით პროტესტი გაგრძელდეს”.

„ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. მათი მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა. ჩვენ დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი იმისთვის, რომ დიალოგის სივრცე გაჩნდეს. სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს ის რეპრესიული პოლიტიკა რაც ხეობაშია, გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავუბრუნდეთ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, კარვები, რომელიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ იქ. ამ პირობებზე ველოდებით პასუხს. მათ თქვეს, რომ მოცემულ მომენტში არ შეუძლიათ გაგვცენ პასუხები ამ კითხვებზე დაკმაყოფილდება თუ არა. მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული, რა პასუხს გაგვცემენ, რამდენიმე დღეა საჭირო, მიზეზად პრემიერის ჯანმრთელობა დასახელდა, საბოლოოდ რომ გაეცეს პასუხი ამ კითხვებს.

იმისთვის, რომ დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, ეს სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს მათი მხრიდან, ალაგდეს ბარიკადები, ხეობაში სამუშაო პროცესები უნდა შეწყდეს და კარვებით პროტესტი გავაგრძელოთ“, – აცხადებს გოლეთიანი.

ამასთან, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,

„ავიღეთ აქ მყოფ ადამიანებზე უფლება, რომ ყველანი დაბრუნდებიან სახლში, არ დაჯარიმდება არავინ, ვისაც სახლში დაბრუნება უნდა. ჩვენ მივდივართ გუმათში, პროტესტი გრძელდება, გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

კონსტრუქციულ დიალოგში მზაობას იმიტომ ვაცხადებთ, რომ მკაფიოდ დაინახოს საზოგადოებამ, კონსტრუქციულად რომ მივყვებით პროცესს”,-აცხადებს გოლეთიანი.

ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ესწრებოდნენ. დიალოგში საპარლამენტო უმრავლესობიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

Бонгонда: стадион и база «Спартака» — мои любимые места в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Дарья Касаткина

Касаткина, Андреева и Кудерметова — в тройке лидеров в борьбе за звание лучшей теннисистки


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Четыре города ЦФО вошли в федеральный топ-10 по качеству жизни





Путин в России и мире
Москва

В Москве стартовал Национальный конгресс эндокринологов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Запись от имени Президента Беларуси сделана в книге соболезнований в посольстве Ирана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский объяснил, почему не хочет приглашать РФ на «саммит мира»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Найк Борзов

Чем заняться в Москве на неделе: Найк Борзов, арт-прогулка по Патрикам и еще 12 событий



Москва

Опять "Садовод": афганец, напавший с ножом на девушку, работал на рынке

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net