Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

"ლოპოტის ხეობის მცველების მხარდაჭერა რიონის ხეობის მცველებს“ - აქცია კახეთში

0

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს კახეთის რეგიონში, ლოპოტის ხეობაში, სადაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბის, ვიდრე ამას ნამახვანჰესების კასკადის პროექტი ითვალისწინებს. რა განცხადებები გააკეთა და რა გეგმები აქვთ სოფელ ლაფანყურში გამართული აქციის მონაწილეებს?

„არა დამანგრეველ ჰესებს“, „სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ლოპოტის ხეობაში, აქცია, დაახლოებით, ერთი საათი გაგრძელდა.

ადგილობრივებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს რიონის ხეობის მცველებს და თქვეს, რომ, თუ საჭირო გახდა, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ადგილზეც  შეუერთდებიან.  სოლიდარობის აქციაზე, დაახლოებით, 100-მდე ადგილობრივი გამოვიდა. მათ შორის იყო ნათია რაზიკაშვილი. ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კერძო ბიზნესინტერესი უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოსახლეობის, რასაც ვერ დაუშვებენ.

„ჩვენ არ ვართ ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგები, პირიქით, კარგად ვიაზრებთ ამ ყველაფერს, თუმცა არ გვინდა ეს გაკეთდეს მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე, იმიტომ რომ გაუმართავი პროექტები და დაუსრულებელი კვლევები  ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს მოსახლეობას და სოფელს. ჩვენ გვჯერა, რომ ნამახვანის ბრძოლა დასრულდება მოსახლეობისთვის სასურველი შედეგით. სიმართლე არის ხალხის მხარეს!“

რიონის ხეობის მცველებს  კახეთიდან სოლიდარობა გამოუცხადა ლაფანყურში მცხოვრებმა 70 წლის ნანული წვეროშვილმაც. ის ლოპოტის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობასაც აპროტესტებს.  სოფელში,  24-ე დღეა, საპროტესტო კარავია გაშლილი, სადაც ადგილობრივები მორიგეობით ღამეს ათევენ.  ნანული წვეროშვილის თქმით, კომპანიას, რომელსაც ლაფანყურში მშენებლობის ნებართვა ჯერ კიდევ 2018 წელს აქვს მიღებული, ჰესის აშენების საშუალებას არ მისცემენ.  ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით,  თუკი ჰესი აშენდა, სოფელი სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩება, ასევე  გაიჩეხება უნიკალური სახეობის ხეები.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ხეობა არ დავიცვათ, თუნდაც სიცოცხლის ფასად. ჰესის მშენებლობის მოედანზე არ შევუშვებთ არანაირ ტექნიკას. ტანკიც რომ შემოიყვანონ, გზაზე დავწვები და არ გავატარებ! არავინ არ იფიქროს, რომ აქციებზე ერთი და ორი კაცი გამოდის. არა, ჩვენ ბევრი ვართ! არც კი გაიფიქრონ, რომ ეს ხეობა წაგვართვან. თუკი საჭირო გახდება, ნამახვანშიც ჩავალთ და იმ ხალხს გვერდზე დავუდგებით“.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ლოპოტა ჰესის“ მშენებლობა იგეგმება, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილმა კარავი მიმდინარე წლის 22 მარტს გაშალა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, მარიკა ხორნაულის, თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში უწყვეტი აქცია მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელისუფლება  არ დაინტერესებულა და მათთვის არ უკითხავს, თუ რატომ არიან ადამიანები ქუჩაში და ხომ არ სჭირდებათ დახმარება.

„ხელისუფლების ერთი წარმომადგენელიც კი არ მოსულა იმის საკითხავად, თუ რატომ ვართ აქ, ან იქნებ ვტყუივართ? რისთვის გვყავს ხელისუფლება, მერია, საკრებულო? ისინი მხოლოდ იმისთვის არიან, რომ მხოლოდ ინვესტორის მხარეს იყვნენ და მათი ნათქვამი გაიმეორონ?“ 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არც დღეს გამართულ აქციაზე  გამოჩენილან, თუმცა აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა სოფელში მერის წარმომადგენლის მეუღლემ, ია მჭედლურმა. მან იქ შეკრებილებს ასე მიმართა: 

„სოლიდარობას ვუცხადებ რიონის ხეობის მცველებსაც და აქ „ლოპოტა ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსაც.  ეს მიწა-წყალი მოსახლეობას ეკუთვნის და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ  გააჩანაგოს“.

ლოპოტის ხეობაში მცირე  ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს კომპანია „ართანა ლოპოტა“. მისმა ხელმძღვანელმა, ბიძინა იმნაძემ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ  ამ ეტაპზე სამშენებლო მოედანზე ტექნიკის შეყვანას არ აპირებს, თუმცა ხაზგასმით ამბობს, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში უნდა აშენდეს.  იმნაძის თანახმად, ჰესის მშენებლობა რაიმე საფრთხეს არ უკავშირდება და ეს პროექტში დოკუმენტურადაა დადასტურებული.

„დეზინფორმაციას ავრცელებენ და დისკრედიტაციას უკეთებენ კომპანიას. აქტივისტების ჯგუფია, რომლებიც მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თითქოს ჰესის აშენების შემდეგ ლაფანყურს წყლის მიწოდება შეუწყდება. ეს არის აბსურდი. 2,5 კილომეტრით იქნება ჰესის შენობა სოფლიდან. არის დასკვნა, რომ ჰესი არანაირ გავლენას არ  მოახდენს წყლით მომარაგებაზე. ეს ასახულია გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვაშიც. იმასაც ამბობენ, რომ ჩვენი საქმიანობის გამო  ტერიტორია მეწყერულ ზონად გადაიქცევა. ეს საკითხიც დეტალურად არის შესწავლილი და მსგავსი საფრთხე სოფელს არ ემუქრება“.

ლაფანყურში მცირე ჰიდროელექტროსადგურ „ლოპოტა 1“-ის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ 2018 წელს მიიღო, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტის გამო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. პროექტის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მეგავატი იქნება.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин исключил запрет для самокатчиков ездить по тротуарам в Москве


Спорт в России и мире
Москва

Бонгонда: стадион и база «Спартака» — мои любимые места в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Теннисиста Медведева выбили из топ-4 ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Более 600 деревьев высадили в дендропарке Ногинска





Путин в России и мире
Москва

Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Запись от имени Президента Беларуси сделана в книге соболезнований в посольстве Ирана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский объяснил, почему не хочет приглашать РФ на «саммит мира»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Шнуров

Бизнесвумен Матильда Шнурова снялась без одежды в США



Москва

ФАС согласовала цены на первый отечественный дженерик «Афатиниб»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net