ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაადასტურეს
![ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაადასტურეს](https://gdb.rferl.org/F66AE7C2-4CFC-4368-8627-D04F0358B88B_cx0_cy10_cw0_w800_h450.jpg)
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 24 საათში ჩატარებული 283 ტესტირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 53 ადამიანს. გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ ერთი პაციენტი.
2020 წლის გაზაფხულიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 13 774 შემთხვევა, მათგან 13 274 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 218 ადამიანი.
დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.