ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 4.5 მილიონი ადამიანი
![ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 4.5 მილიონი ადამიანი](https://gdb.rferl.org/b9e9fd87-0206-4bab-bb39-9fd6db22e873_w800_h450.jpg)
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ზედიზედ მეშვიდე კვირაა იზრდება დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში აღირიცხა 4.5 მილიონზე მეტი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 11%-ით მეტია.
ზედიზედ მეოთხე კვირაა იმატებს ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო ერთ კვირაში COVID-19-ით გარდაიცვალა 76 700-ზე მეტი ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, მატება 7%-ია.
პორტალ Worldometers-ის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 138 მილიონს აჭარბებს. მათგან გამოჯანმრთელებულია 111 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3 მილიონს უახლოვდება.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 14 აპრილისთვის მსოფლიოს 152 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების 814 მილიონზე მეტი დოზა.