Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

ერთადერთი გზა დონბასში ომის შესაჩერებლად

0
ერთადერთი გზა დონბასში ომის შესაჩერებლად

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბოლო დღეებში დასავლეთის ლიდერებთან უწყვეტ კომუნიკაციაში იმყოფება, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების სახიფათო ესკალაციის გამო, „დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად ნატოს“ მიიჩნევს და ალიანსის გენერალური მდივნისგან ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიღებას ითხოვს.

მანამდე ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მასთან საუბარში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა გამოხატა.

 

ამასობაში არ წყდება ინტენსიური სროლები აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში. უკრაინის არმიის ინფორმაციით, 6 აპრილს, დონბასელი სეპარატისტების საბრძოლო პოზიციებიდან დაწყებული იერიშის შედეგად, იქ კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

უკრაინის მიმართ რუსეთს ამოქმედებული აქვს ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი: პროვოკაცია, ძალის დემონსტრირება, დეზინფორმაცია და დივერსია.

რუსული სადაზვერვო დრონები ფრონტის ხაზზე

უკრაინის მიერ დიპლომატიური ხაზების ამოქმედების მიუხედავად, არ წყდება ინტენსიური სროლები აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში, სადაც დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსულმა ჰიბრიდულმა ძალებმა მარტსა და აპრილში, სულ ცოტა, 8 უკრაინელი სამხედრო მოკლეს.

ბოლო დანაკარგი ერთი დაღუპული ჯარისკაცის სახით 6 აპრილს განიცადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა დაჯგუფება „ვოსტოკმა“ (აღმოსავლეთი).

„დღეს, 6 აპრილს, ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „ვოსტოკის“ პასუხისმგებლობის რაიონში მოწინააღმდეგემ (ბოლო ხანს უკრაინული მედია მათ პირდაპირ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ფორმირებადაც მოიხსენიებს. რედ.) კიდევ ერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და სროლა აუტეხა უკრაინის დამცველთა პოზიციებს დასახლებულ პუნქტ ნეველსკესთან. მტრის ნაღმსატყორცნიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის ერთი დამცველი დაიჭრა. მებრძოლს ოპერატიულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ევაკუაციის დროს ის დაიღუპა“, - ნათქვამია უკრაინული სამხედრო სარდლობის ცნობაში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის გადამღები ჯგუფი ამ დღეებში მივლინებით იმყოფებოდა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე რაიონულ ცენტრ კრასნაგორივკაში, რომელსაც ორად ყოფს ფრონტის ხაზი. როგორც ამ უბანზე დისლოცირებული უკრაინული 28-ე ბრიგადის მეთაურმა, მაქსიმ მარჩენკომ, უამბო ჩვენს კოლეგებს, მოწინააღმდეგე ყუმბარსატყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან სნაიპერული ცეცხლის კორექტირებას ახდენს უპილოტო მფრინავი აპარატებით.

თანაც, სეპარატისტების შეიარაღებაში არსებული რუსული დრონები სწორედ იმ დროს ჩნდებიან ცაში, როდესაც საშტატო მონიტორინგს ატარებენ ეუთოს მისიის დრონები. ცხადია, ეს კეთდება უკრაინელი ჯარისკაცების პროვოცირების მიზნით, რათა ამას მოჰყვეს ე. წ. „მეგობრული ცეცხლი“ ეუთოს დრონების მისამართით.

ამასთან, რუსული დრონები უკრაინული ჯარისკაცების განლაგების შესახებ სადაზვერვო ცნობებს გადასცემენ სნაიპერებს. მაქსიმ მარჩენკოს თქმით, ესენი არიან როგორც ადგილობრივი სეპარატისტული ფორმირებების წარმომადგენლები, ისე რუსეთიდან მოწვეული პროფესიონალები.

რუსეთიდან მზვერავთა და სნაიპერთა გადასროლის შესახებ საუბარი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ გასულ კვირაში უკრაინის „ვერხოვნა რადას“ ტრიბუნაზე გაკეთებულ ანგარიშშიც.

გენერალ რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსი სამხედროები მუდმივად ახდენენ უკრაინელი ჯარისკაცების პროვოცირებას, ცეცხლს უშენენ მათ პოზიციებს დასახლებული პუნქტებიდან, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის, ასევე კულტურული და რელიგიური ობიექტებიდან.

 

„რუსეთი რეაგირებასაც კი ვერ მოასწრებს“

მაგრამ, თავის მხრივ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები ცეცხლის გახსნაში სწორედ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ.

მეტიც, ვიდრე უკრაინა და კოლექტიური დასავლეთი რუსეთის მხრიდან ესკალაციაზე ლაპარაკობენ, კიევის კონტროლიდან გასულ დონბასის ტერიტორიაზე მოქმედი პრორუსული საინფორმაციო რესურსების მთავარი განსახილველი თემა სწორედ „უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმაა“. რუსეთის ჰიბრიდული ძალები ამ არარსებული საფრთხით ცდილობენ გადაფარონ სეპარატისტების კონტროლქვეშ არსებულ დონბასის ტერიტორიებზე ცხოვრების დონის ვარდნა, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება, წამლებზე დეფიციტი და მიმოსვლის აკრძალვა უკრაინასთან დამაკავშირებელ საკონტროლო-გამშვები პუნქტებზე.

თითქმის ორი თვეა, ადგილობრივი ჰიბრიდული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას აჩვენებენ უკრაინული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველ კადრებს, აწვდიან ინფორმაციებს თავდაცვის სფეროში დასავლეთის პარტნიორებთან თანაშრომლობის შედეგად მიღებული თანამედროვე შეიარაღებისა და ტექნიკის შესახებ. განსაკუთრებით ხშირად აჩვენებენ თურქული წარმოების უპილოტო თვითმფრინავ „ბაირახტარს“, რომელსაც აზერბაიჯანის არმია ეფექტიანად იყენებდა სომხეთთან ბოლო, 44-დღიან, ომში ყარაბაღის გარშემო.

რაც შეეხება უკრაინის მხრიდან მოსალოდნელ ე.წ. შტურმს, რუსეთის ჰიბრიდული ძალების ვერსიით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკსა და ლუგანსკზე პირდაპირ იერიშს მიიტანენ და, თან, ეს მოხდება ისე სწრაფად, რომ რუსეთი რეაგირებასაც კი ვერ მოასწრებს.

კიევი რაიმე კონტრშეტევის გეგმას გადაჭრით უარყოფს, მით უფრო, რომ სწორედ უკრაინის ხელისუფლების ინიციატივით მოეწერა ხელი მორიგ შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინაში „ცეცხლის სრული და ყოვლისმომცველი შეწყვეტის შესახებ“, რომელიც 2020 წლის 27 ივლისს შევიდა ძალაში.

უკრაინის სარდლობის თანახმად კი, ჯარების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში სწორედ რუსეთი ახდენს.

ამ ინფორმაციას ადასტურებენ დამოუკიდებელი წყაროებიც.

დაფარულნომრიანი რუსული სამხედრო ტექნიკის უკრაინის საზღვართან გადასროლის შესახებ ახალი მტკიცებულებები გამოაქვეყნა საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team, რომლის თანახმად, ანექსირებულ ყირიმში რუსეთიდან ჩაიყვანეს ელიტური ფსკოვის სადესანტო დივიზიის რამდენიმე ბატალიონი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ტექნიკის ნაწილი იტვირთება ხარკოვის მახლობლად, ვორონეჟისა და ბელგოროდის ოლქებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ტექნიკა მიემართება ყირიმისკენ. როსტოვის ოლქის მახლობლად მოძრავი ტექნიკის ნაწილმა შესაძლოა გადაუხვიოს მატვეევ-კურგანის ან სხვა მიმართულებით. ჯერჯერობით ჩვენ, ცხადია, არ დაგვინახავს, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკას გადაელახოს საზღვარი და გადასულიყოს არაღიარებული „რესპუბლიკების“ ტერიტორიებზე (დონბასის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილზე. რედ.). სამხედრო ტექნიკა ძირითადად თავს იყრის ხარკოვის მახლობლად, რუსეთის საზღვრის მხარეს და ყირიმში“, - განუცხადა Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა რუსლან ლევიევმა ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების ერთობლივ რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

კოლექტიური დასავლეთის დახმარების იმედად

მაგრამ თუ უკრაინის საზღვართან დაჯგუფებული რუსეთის სამხედრო ტექნიკა საზღვარს გადალახავს, შემდეგ უკვე გვიანი იქნება. ამიტომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაააქტიუროს ყველა დიპლომატიური არხი რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის თავიდან ასარიდებლად და ამაში კიევს, უწინარესად, კოლექტიური დასავლეთის იმედი აქვს.

აშშ-ისა და ევროკავშირის გარდა, უკრაინასა და მის გარშემო შექმნილი ვითარებით 6 აპრილს შეშფოთება გამოხატა ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგი ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დაუდასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვაგრძელებთ ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის მხარდაჭერას“, - დაწერა ტვიტერში იენს სტოლტენბერგმა.

 

პარტნიორ ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით ეს ნატოს ხელმძღვანელობის სტანდარტული ფრაზაა, რაც კარგად ახსოვთ საქართველოში 2008 წლის აგვისტოს რუსეთის ომის დროს. მაგრამ როგორც 13 წლის წინანდელ საქართველოს ხელისუფლებას, ისე რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის წინაშე მდგარ დღევანდელ უკრაინას და მის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაგან მეტი ქმედითი მხარდაჭერა სჭირდება.

6 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა, და პირდაპირ მიმართა ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიცემის თხოვნით.

„ბატონო სტოლტენბერგ, ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი არმიის და თავდაცვის სფეროს რეფორმებისა, მაგრამ მარტო რეფორმებით რუსეთს ვერ შევაჩერებთ. ნატოა დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა. რუსეთისათვის ნამდვილი სიგნალი იქნება უკრაინისათვის MAP-ის (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა) მიცემა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისათვის ტვიტერით გაგზავნილ მიმართვაში.

 

ნატოს გენერალური მდივნისგან ამ მიმართვას რეაქცია არ მოჰყოლია. გარდა ამისა, პარტნიორი ქვეყნისათვის გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის მინიჭების საკითხს კონსენსუსით წყვეტენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები და არა ნატოს გენერალური მდივანი. ცნობისათვის: უკრაინაც და საქართველოც ამ ნანი-ნანატრი MAP-ის მიღებას 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის დროიდან ელის.

„თუ ჩვენ ვილაპარაკებთ 2008 წელთან რაიმე ანალოგიაზე, როდესაც უკრაინამ და საქართველომ ვერ მიიღეს MAP-ი, ხოლო ამის შემდეგ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლად იქცა, უნდა გვესმოდეს, რომ MAP-ი არ არის ჯადოსნური ჯოხი ან პანაცეა, რომელიც მაშინვე დაიცავს უკრაინას რუსეთის აგრესიისგან. რუსეთის აგრესიისგან დაცვა შეუძლია ნატოს სრულფასოვან წევრობას, რომლის მიღწევამდე რამდენიმე წელი დაგვჭირდება. დღეს კი შეუძლებელია ლაპარაკი უახლოეს პერსპექტივაში ნატოს წევრობაზე“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, რომელიც იზიარებს იმ თეზისს, რომ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში გამარჯვებას სჭირდება ნატოს წევრობა.

„მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს შესაძლოა დასავლეთი არ წავიდეს იმაზე უფრო შორს, ვიდრე უკრაინისა და საქართველოსათვის, სამწუხაროდ, ცნობილი „ღრმა შეშფოთების გამოხატვაა“, მაშინ როცა უკრაინისა და საქართველოსათვის ჭკუის სწავლება რუსეთის საგარეო პოლიტიკური პროგრამის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს“.

ასეთ აგრესიულ საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებას სჭირდება კოლექტიური დასავლეთის ერთიანი დიპლომატიური ძალისხმევით დაპირისპირება, ხოლო სამხედრო მუქარას - საპასუხო სამხედრო ძალით დახვედრა.

„დღევანდელ ვითარებაში უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოს. უკრაინის შეიარაღებული ძალები, 2014 წელთან შედარებით, ჩემი აზრით, სერიოზულად გაძლიერდნენ. და ეს რუსეთმაც კარგად იცის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ გველოდება საკმაოდ რთული თვეები, რადგან რუსეთს ეხერხება თავისი მეზობლების შანტაჟირება, რუსეთს ეხერხება მათზე ზეწოლა და ეხერხება კოლექტიური დასავლეთის სისუსტეების გამოყენება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსეთს საკმაოდ კარგად ესმის ისიც, თუ რა მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს მას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

ამაზე გარკვეული მინიშნებები უკვე გაკეთდა ვაშინგტონიდანაც და ბრიუსელიდანაც.

აშშ მზად არის დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა 1 აპრილს, უკრაინელ კოლეგა ანდრეი ტარანთან სატელეფონო საუბრის დროს.

მეორე დღეს, 2 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას.

თეთრი სახლის თანახმად, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმერ ზელენსკის დაუდასტურა აშშ-ის "უცვლელი" მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის ფონზე.

 

რუსეთის მხრიდან უკრაინაში სიტუაციის დაძაბვის მცდელობასა და უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების გადაადგილებას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი.

მოვლენათა ასეთი განვითარებით უკიდურესად შეშფოთებულმა ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, მიიწვია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 19 აპრილს გაიმართება.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин исключил запрет для самокатчиков ездить по тротуарам в Москве


Спорт в России и мире
Москва

Клиенты СберСтрахования стали в 1,5 раза чаще приобретать страховки для бегунов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Российский теннисист Медведев опустится на строчку в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения





Путин в России и мире
Москва

Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский пожаловался, что западная помощь опаздывает


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт "Моцарт vs. Шопен"



Москва

Суд постановил! Экс-фигурант дела Давидыча должен выплатить блогеру 7 миллионов рублей?

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net