Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

„ცის ფონზე მოცულობის გაუჩინარება,“ თუ ბათუმის ბულვარზე დარტყმა ბეტონით და შუშით?

0
„ცის ფონზე მოცულობის გაუჩინარება,“ თუ ბათუმის ბულვარზე დარტყმა ბეტონით და შუშით?

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კულტურული მემკვიდრეობის დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „ბათომის“ სასარჩელო მოთხოვნა ბულვარის შუაგულში, მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. ამასთან, სასამართლო განიხილავს „ბათომის“ სარჩელს, რომლითაც ორგანიზაცია ითხოვს აჭარის განათლების და კულტურის მინისტრ მაია ხაჯიშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას. საქალაქო სასამართლოში დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე „ბათომი“ მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდა.

ბათუმის ბულვარის დამცველებმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც 2021 წლის მარტში, ხაჯიშვილმა „ბათომის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარის შუაგულში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. ამ გადაწყვეტილებით, მინისტრმა უარით გაისტუმრა 5 ათასზე მეტი მოქალაქეც, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით. პეტიცია თან ერთვოდა 700-გვერდიანი არგუმენტებით დასაბუთებულ საჩივარს, რომელსაც მინისტრმა 12-გვერდიანი ბრძანებულებით უპასუხა.

 

ვის პოზიციას (არ) დაეყრდნო მინისტრი?

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კომპანია „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში, სასეირნო ბილიკებთან ახლოს 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2021 წლის დასაწყისში მისცა, რასაც ბულვარის დამცველთა პროტესტი მოჰყვა. მათ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაუქმებლად აჭარის განათლების და კულტურის მინისტრს მიმართეს.

მაია ხაჯიშვილი ნებართვის გაუქმებაზე უარის დასაბუთებისას ძირითადად, ეყრდნობა კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ პოზიციას. მაგალითად, იმას, რომ ბათუმის ბულვარის ცენტრში მრავალსართულიანი შენობის მასშტაბის მიუხედავად, „მოცულობის საერთო მასიურობას აქრობს ფასადების ზედა ნაწილის შემინვა, რომელიც ცდილობს მოცულობის „გაუჩინარებას“ ცის ფონზე“.

ორგანიზაცია „ბათომის“ იურისტის, ეთო გვრიტიშვილის შეფასებით, ბულვარის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისას მინისტრი დაეყრდნო კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ მიერ დაქირავებული საეჭვო სპეციალისტების მოსაზრებას 19-სართულიანი სასტუმროს არქიტექტურული ღირებულების შესახებ და საერთოდ არ გაითვალისწინა ავტორიტეტიანი ინსტიტუტების მოსაზრება:

„სამინისტრომ საერთოდ არ გამოიყენა საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დასაბუთება, სადაც სამეცნიერო საბჭო პირდაპირ მიუთითებს, რომ მსგავსი ჩარევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბულვარის ტერიტორიაზე დაუშვებელია. ასევე, არ გამოიყენა „იუნესკოსთან“ აფილირებული ორგანიზაციის, „იკომოს საქართველოს“ შეფასება, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის ცალსახა დარღვევა და დაუშვებელია ბულვარის ტერიტორიაზე 19- სართულიანი შუშის და ბეტონის გამოყენებით ჩარევა“.

როგორც „ბათომის“ იურისტი ამბობს, საეჭვო სამშენებლო ნებართვაში მითითებულია, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია, რაც ნონსენსია. ეთო გვრიტიშვილის თანახმად, „ბათომის“ საჩივარში მრავალი ასეთი არგუმენტი იყო, თუმცა, მინისტრმა არცერთი მათგანი არ გაიზიარა:

„ჩვენ ვუთითებდით კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის, ქალაქმშენებლობითი კანონმდებლობის და წარმოების პროცესის დარღვევებზე, თუმცა, ამაზე საერთოდ არ არის პასუხი მინისტრის ბრძანებულებაში და ფაქტობრივად, მთლიანდ აქვს გაზიარებული „ამბასადორი ბათუმის“ დაუსაბუთებელი არგუმენტები, რომ კომპანია ახორციელებს ინვესტიციას და ფინანსური დაინტერესება არსებობს ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვერსად ვერ ვხდებით კულტურის სამინისტროს დასაბუთებას, თუ რით გააუმჯობესებს ეს პროექტი ბულვარს, როგორც საბაღე-საპარკე დანიშნულების უძრავ ძეგლს“.

 

რამ გამოიწვია ბათუმის ბულვარის დამცველთა განსაკუთრებული აღშფოთება?

 

„ბათომის“ საჩივრის საპასუხო წერილში აჭარის განათლების და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გაიზიარა კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ პოზიციაც, რომ საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერების სამაგალითო ნიმუშია წლების წინ განხორციელებული „ბათუმის ფოსტის“ და „ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ პროექტები.

ბათუმის ფოსტის შენობა მე-19 საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ორსართულიანი შენობა იყო. მას თავზე მრავალსართულიანი სასტუმრო დააშენეს და ავთენტიკურობა მთლიანად დაუკარგეს. ბულვარის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი „ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობა ბათუმელების მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად აშენდა.

„ეს არის სახელმძღვანელოში შესატანი მაგალითები, როგორ არ უნდა მოექცე კულტურულ მემკვიდრეობას და ამას აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი გვისაღებს როგორც სამაგალითოს. შეგნებულად ცრუობს და მავნებლობს. ეს არის კრიმინალების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. მინისტრი უარს ამბობს ღირებულებებზე და საზოგადოებრივ ინტერესზე. ეს არის თვალსაჩინოდ კანონისა და საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება. ყოფილი ხელისუფლება იმიტომაც გავისტუმრეთ, რომ ფოსტაზე დაშენება და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა მავნებლობა იყო“, - ამბობს ბათუმის დამცველი აქტივისტი ირმა ზოიძე.

მისი შეფასებით, მინისტრმა ხაჯიშვილმა უფლებამოსილებას გადაამეტა, თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და ამიტომ, საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს: „რაც შეაგება ჩვენს საჩივარს „ამბასადორმა“, ზუსტად ის გადმოიტანა სამინისტრომ თავის წერილში. თავიც არ შეიწუხა, რომ რაიმე არგუმენტები დაეწერა. როცა წავიკითხე კომპანიის პოზიცია, რომ განაშენიანების წესები კერძო საკუთრებაზე არ ვრცელდება, მივხვდი, რომ ეს ადამიანები თაღლითები არიან. მაგრამ, როცა იგივე წავიკითხე სამინისტროს პასუხში, მივხვდი რომ პოლიტიკის დონეზე აჰყავთ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და ახლა უკვე კულტურის სამინისტრო ღიად ამბობენ, რომ რეგულაციები, დიახაც, არ ვრცელდება კერძო სექტორზე. გამოდის, რომ ვისაც პირდაპირ ევალება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, უარს ამბობენ კანონზე, ღირებულებაზე და პრინციპზე, რითიც უნდა ხელმძღვანელობდნენ“.

აჭარის განთლებისა და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მინისტრმა 12-გვერდიან წერილში პრინციპში, ყველაფერი თქვა. თავის დროზე, გადაწყვეტილების შესახებ განმარტებებზე უარი გვითხრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბათუმის ბულვარის დამცველები ახალი საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს. „ამბასადორი ბათუმის“ წილს თანაბრად ფლობენ საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ელგუჯა ქებურია და რუსეთის მოქალაქე ვართან ვართანოვი.

ბათუმის ბულვარის იმ ნაწილში, სადაც კომპანია მრავალსართულიან სასტუმროს აშენებს, წლების წინ იდგა პოლიკლინიკის ორსართულიანი შენობა. თავდაპირველი ნებართვით, კომპანიას ამ ადგილზე ოთხსართულიანი შენობა უნდა აეგო და მას ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონოდა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Москва-Пекин. Собянин в Китае подписал соглашение о сотрудничестве


Спорт в России и мире
Москва

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Бизнес-омбудсмен Москвы оказывает поддержку НМСП





Путин в России и мире
Москва

ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА. ПРО НАУКУ АКТИВНОЙ ВСЕЛЕННОЙ. ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Моргенштерн

Шоумен Барецкий: у нас с Моргенштерном будет концерт 28 июня



Москва

Рейсы из аэропорта Владивосток 22 июня в Кавалерово и Пластун отменены

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net