გურამ დოჩანაშვილი დაკრძალეს
გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალეს. ის დღეს, 6 აპრილს, დაახლოებით, 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. სწორედ იქ იმართებოდა სამოქალაქო პანაშვიდიც.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის მანამდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში ორი კვირის განმავლობაში იყო.
დოჩანაშვილი 1939 წელს დაიბადა, 26 მარტს ის 82 წლის გახდა.