ბათუმში მიმდინარე მსვლელობის ორი მონაწილე 2000-2000 ლარით დააჯარიმეს
კორონავირუსის საწინააღმდეგო წესების დარღვევისთვის პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააჯარიმა ბათუმში. მათ ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მსვლელობა გამაართეს და „სირცხვილია"-ს ადგილობრივი ოფისისკენ მიემართებოდნენ.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, დაჯარიმებული არიან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ქობულეთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" სოლომონ ბაჯელიძე.
გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ საჯარიმო ოქმის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
„თავიასუფლების აქტი“ - ასე უწოდეს აქტივისტებმა მსვლელობას. ისინი ეწინაარმდეგებიან კომენდანტის საათს და გმობენ ძალადობას.
3 მარტს ბათუმში ბათუმში, „სირცხვილია"-ს ოფისთან 3 აქტივისტი დააკავეს. მათ ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის დარღვევას რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. სპეციალური გადაადგილების საშვის არმქონე პირის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.