Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2020

საკონსტიტუციო ცვლილებები - წერტილი თუ მძიმე 8 მარტის შეთანხმებაში? - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 ივნისს

0

საკმარისია ახალი საარჩევნო სისტემა?

ახალი საარჩევნო სისტემის ამსახველი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით „ქართული ოცნება“ სრულად შესრულებულად თვლის ოპოზიციასთან 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას.

თუმცა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მხოლოდ ახალი საარჩევნო სისტემა არ განსაზღვრავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ის განაგრძობს ბრძოლას მართლმსაჯულების პოლიტიზების წინააღმდეგ და კვლავაც ითხოვს გიორგი რურუას გათავისუფლებას. უქმნის თუ არა ეს პროცესები პრობლემას 2020 წლის არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარებას?

29 ივნისს დაგვირგვინდა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს შეთანხმებული ახალი საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციაში აისახა. 29 ივნისს ისტორიული დღე უწოდა ბევრმა, რადგან ახალი საარჩევნო სისტემით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებისკენ და მრავალი თაობის პოლიტიკური დავის დასრულებისკენ.

ყველა აღიარებს, რომ ფასილიტატორების, მათ შორის - აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების გარეშე უბრალოდ არაფერი გამოვიდოდა.

ფასილიტატორი ელჩების მიერ 29 ივნისს გამოქვეყნებული განცხადება კვლავაც იმეორებს მათ მიერ მანამდეც არაერთგზის ხაზგასმულ მოცემულობას, რომ - 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცებით არ შემოიფარგლება, ის სრულად უნდა შესრულდეს და კვლავაც ყურადღების ცენტრში რჩება მართლმსაჯულების პოლიტიზების საკითხი.

როგორც კი ახალი საარჩევნო სისტემა დამტკიცდა, „ქართულმა ოცნებამ“ წერტილი დაუსვა 8 მარტის შეთანხმებას, თქვა - რომ სრულად შესრულდა და თითი ისევ ოპოზიციისკენ გაიშვირა.

წაიკითხე მეტი.

 

 

რატომ არ აქვს ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტს სამართლებრივი შეფასება?

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

თუმცა, ამ დრომდე, გამოძიება ვერაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი - იყო ეს უბედური შემთხვევა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა თუ განზრახ მკვლელობა. შესაბამისად, ჯერჯერობით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს, გამოძიების მხრიდან სამართლებრივი შეფასება არ აქვს მიცემული და ყველა ის მუხლი, რომლითაც დღესდღეობით გამოძიება მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების პირდაპირ მიზეზს არ ეხება.

ასე მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის143-ე მუხლი, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, მიესადაგა საქმის ერთ-ერთ მოწმეს, გუკა ამირხანაშვილს, გიორგი შაქარაშვილის მეგობარს, რომელიც გამოძიების თანახმად, საქმის ექვსმა ბრალდებულმა, შემთხვევის ადგილიდან, მცხეთის ტრასიდან, თბილისში, მისი ნების წინააღმდეგ წამოიყვანეს.

ასევე შეიძლება ითქვას, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებზეც - გამოძიების მასალების თანახმად, მცხეთის აგარაკზე დაწყებულ დაპირისპირებაში, გიორგიზე ფიზიკურად არავის უძალადია, რადგან ის კონფლიქტს მეგობრებთან ერთად გამოერიდა და აგარაკი დატოვა. საგამოძიებო მასალებისა და ვიდეოკამერების თანახმადვე, მცხეთის საავტომობილო ტრასაზე, საქმეზე ბრალდებული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ არა გიორგის, არამედ მასთან ერთად მყოფ რამდენიმე ახალგაზრდას. გიორგი შაქარაშვილმა გაქცევა მოახერხა, მდინარე არაგვის მიმართულებით წავიდა და მისი კვალიც იქ დაიკარგა. ოთხი დღის შემდეგ კი მყვინთავმა-მაშველებმა ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

გაედევნენ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელს ბრალდებულები? სდიეს თუ არა მდინარემდე? გაუსწორდნენ თუ არა მას ფიზიკურად? თვითონ ჩავარდა არაგვში თუ გადააგდეს? - ამ კითხვების შესახებ გამოძიება ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

წაიკითხე მეტი.

 

 

დღეს გადაწყდება ევროკავშირის საზღვრების გახსნის საკითხი

 

დღეს არის ბოლო ვადა, როცა ცნობილი უნდა გახდეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი რომელთანაც ევროკავშირის 1 ივლისიდან საზღვრებს გახსნის. ამის შესახებ ესპანურ მედიასთან ესპანეთის საგარეო უწყების ხელმმძღვანელმა არანჩა გონზალესმა განაცხადა.

ევროკომისია 24 ივნისს შემდეგ განიხილავს სარეკომენდაციო სიას მესამე ქვეყნებისა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ პირველი ივლისიდან და მასში შეიყვანა საქართველოც, რომელიც ერთი პერიოდი სიიდან ამოღებულ იქნა. ჩამონათვალი ეხება 15 სახელმწიფოს, რომლებსაც ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს.

ევროკომისიამ თავიდანვე განაცხადა, რომ იმ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც სამგზავრო შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ყოველ ორ კვირაში გადაისინჯება და სიას თანდათან სხვა ქვეყნებიც დაემატება.

გადაწყვეტილების მიღებისას დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) კრიტერიუმებს ითვალისწინებენ. სარეკომენდაციო სიაში არ მოხვდნენ, ანუ პირველი ივლისიდან ევროკავშირში მოგზაურობის საშუალება ჯერჯერობით არ მიეცემათ მოგზაურებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ და მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთი აფრიკა, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ავღანეთი და სხვა.

მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მიმოსვლის აღდგენა მას მერე დაიწყება, რაც საქართველო რეგულარულ ავიარეისებს აღადგენს ევროპასთან. ამას კი ქვეყანა, ბოლო ინფორმაციით, აგვისტომდე არ აპირებს.

წაიკითხე მეტი.

 

 

„შავი არქეოლოგია“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როგორ ძარცვავდა რუსული ფირმის გენერალური დირექტორი სამარხებს

რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალში ჩასული ცოლ-ქმარი დილით ადრე ჯავის გზას დაადგა. მანქანაში მეტალოდეტექტორი, ნიჩბები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები უკვე ჩალაგებული ჰქონდათ.

წინასწარ მოლაპარაკებულ რამდენიმე მუშას გზად გაუარეს და ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გავიდნენ. გუფთის ხიდიდან ხელმარცხნივ კვაისა-ონის გზაზე გადაუხვიეს და სოფელ სარიტათის მიადგნენ. სოფლის ძველ ეკლესიასთან გაჩერდნენ.

ქმარმა მანქანიდან ნიჩბები გადმოიღო და მუშებს დაურიგა, თვითონ კი ცოლთან ერთად მეტალოდეტექტორით ეკლესიის მიმდებარე ტარიტორიაზე ძველ საფლავებთან ნელა დაიწყო მოძრაობა. დეტექტორის სიგნალის შესაბამისად ტერიტორიას ნიშნავდა და მუშებს ავალებდა, რომ მონიშნული ადგილები გაეთხარათ.

„განძის მაძიებლები“ დიდხანს მუშაობდნენ. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია სულ გადათხარეს. ეს ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა დაინახა, საეჭვოდ მიიჩნია და პროკურატურაში დარეკა.

“შავი არქეოლოგები” მილიციელებმა დააკავეს, ნივთმტკიცებები ამოიღეს. მუშები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარი კი დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოში ელჩ მარატ კულახმეტოვთან გასაუბრებაზე მიიწვიეს. ახსნა-განმარტების შემდეგ ისინი გაუშვეს.

ემსახურება თუ არა „შავი არქეოლოგია“ პოლიტიკურ მიზნებს და რა კითხვის ნიშნებს აჩენს ეს პროცესი საერთაშორისო ტერორიზმის კონტექსტში, წაიკითხე გოგა აფციაურის სტატიაში.

 

 

გაფრენა-ჩამოფრენის წესები: რა როდის გვეცოდინება?

დალი მაკარიძემ უკვე ოთხჯერ შეაცვლევინა ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თავისი ფრენის თარიღი - ის თბილისიდან მიუნხენში 5 მარტს უნდა გაფრენილიყო. უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ნაყიდი ჰქონდა, მაგრამ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ყველაფერი არია.

დღესაც გაურკვევლობაშია და ბევრ კითხვაზე არა აქვს პასუხი:

დასჭირდება თუ არა კორონავირუსზე ტესტირება გამგზავრების წინ?

კონკრეტულად რომელიც ტესტი უნდა გაიკეთოს?

თუკი „ლუფთჰანზით“ გაფრენაზე უარს იტყვის, აუნაზღაურდება თუ არა ბილეთში გადახდილი თანხა?

მან ახლა მხოლოდ ის იცის, რომ ავიაკომპანიას, როგორმე ისევ უნდა გადააწევინოს ფრენის თარიღი 1 აგვისტომდე.

მას შემდეგ, რაც საქართველოში საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა, დალის მსგავსად, სხვა ასობით ადამიანი დარჩა გაურკვევლობაში.

მათ ასევე არ იციან, რა წესები ამოქმედდება პირველი აგვისტოდან. რეგულარული რეისით ჩამოსულები ორკვირიან კარანტინში მაინც მოხვდებიან თუ არა? კოვიდ 19-ზე ტესტის გაკეთება წამოსვლის წინ იქნება სავალდებულო თუ საქართველოში გაუკეთებენ? რომელი ქვეყანა მოითხოვს კორონავირუსზე ჩატარებული კვლევის პასუხს და ა.შ.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

მარიამს და თათიას სმენასთან დაკავშირებით პრობლემები სხვადასხვა ასაკში გაუჩნდათ - მარიამს 5 წლის ასაკში ყურის ანთების შემდეგ დაუქვეითდა სმენა, თათიას დაბადებიდან არ ესმოდა. ახლა ორივე სრულწლოვანია, ორივე, წლებია, სმენის აპარატს ატარებს.

მარიამი და თათია ფონდ „აურესის” ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ და თავიანთ თავზე და სხვებზე დაკვირვებით ამბობენ, რომ სმენის დარღვევის მქონე ადამიანთა საჭიროებების ცუდად ესმის საზოგადოებასაც და გადაწყვეტილების მიმღებ პირებსაც; პრობლემები უფრო მძიმეა რეგიონებში, სადაც სმენის დარღვევის მქონე პირებს იმ სერვისებზეც კი არ მიუწვდებათ ხელი, რომლებიც თბილისსა და ბათუმშია.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Городские вокзалы объединяют маршруты


Спорт в России и мире
Москва

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Мирра Андреева обыграла представительницу Франции Грачеву на "Ролан Гаррос"


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Бережем нашу природу: какие экологические проекты реализуются в Москве





Путин в России и мире
Москва

Песков рассказал об обсуждении Путиным и Си Цзиньпином вопросов энергетики


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Прямое авиасообщение открыли между Ульяновском и Минском




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве допускают, что Зеленский может не попасть на саммит G7 в Италии


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Карди Би

Между Карди Би и рэпершей BIA начался биф



Москва

В Подмосковье ветераны СВО познакомились с работой центра управления региона

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net