Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2020

ისტორიული პროტესტი „ისტორიული დანაშაულის“ წინააღმდეგ

0
ისტორიული პროტესტი „ისტორიული დანაშაულის“ წინააღმდეგ

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ ჟარინოვმა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში „ისტორიული დანაშაული“ უწოდა “პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების“ თაობაზე რუსეთის მასშტაბით მიმდინარე საყოველთაო კენჭისყრის „ობივატელურ“ პროცესს, რომელიც 25 ივნისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდება.

კრემლის კულუარებში ჩაფიქრებული ცვლილება, რომლის ბედიც თითქმის გადაწყვეტილია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მისცემს შესაძლებლობას პრეზიდენტად კენჭი ახალი ვადებით იყაროს და ხელისუფლების სათავეში დარჩეს 2036 წლამდე.

 

 

„საეჭვო ვიქტორინა“ ჩამოწერილი VIP-ების მონაწილეობით

რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის (ГТРК), „როსსია-24 კრასნოიარსკის“, ტელეწამყვანმა, ვლადიმირ ჟარინოვმა, შვიდწლიანი ჟურნალისტური მოღვაწეობის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო დატოვოს სამუშაო ადგილი და ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ „არ სურს მონაწილეობა მიიღოს იმ სიგიჟეში“, რომელიც რუსეთში სუფევს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ის, რაც ახლა ხდება, აღემატება ჩემს წარმოდგენას. საკონსტიტუციო შესწორებები - ისტორიული დანაშაულია. ამის გაპიარებაში ჩაბმული ჰყავთ ძალიან საეჭვო ვიქტორინა (ერთ-ერთი ორგანიზატორი, ღმერთო დამიფარე, „რუსეთის იურისტთა ასოციაციაა“), ისტორიის მიერ ჩამოწერილი „ვიპების“ (იგულისხმება „ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა“) მოსაზრებებითა და ბავშვებისთვის გადაგდებული რაღაც შემწეობებით... და ყველაფერი ძალიან ობივატელურად ხდება, რაც მე, უბრალოდ, მანადგურებს. არ შემიძლია თავის კანტური: „დიახ, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია“, რომ „ჩვენზე არაფერია დამოკიდებული“ და რომ „ეს ჩვენი მუშაობის ნაწილია“, - დაწერა თავის ფეისბუკში ვლადიმირ ჟარინოვმა.

29 ივნისს გამოქვეყნებული სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებულ გამოკითხვას თუ დავუჯერებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი რუსეთში უკვე გადაწყვეტილი ჩანს.

ამ ერთგვარი ეგზიტპოლის თანახმად, საარჩევნო უბნებიდან გამოსული მოქალაქეების 76%-მა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას, დაუჭირა თუ არა მხარი „პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებს“. კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, შესწორებებს მხარი არ დაუჭირა 23,6 %-მა.

რუსეთში 25 ივნისს დაიწყო საყოველთაო ხმის მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებების, მათ შორის, პრეზიდენტობის ვადის „განულებისთვის“. ეს ცვლილება პუტინს მისცემს შესაძლებლობას პრეზიდენტად კენჭი ახალი ვადებით იყაროს და ხელისუფლების სათავეში დარჩეს 2036 წლამდე. საყოველთაო კენჭისყრა 1 ივლისამდე გაგრძელდება.

შესაბამისად, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული ასეთი ეგზიტპოლის შედეგები უნდა გამოქვეყნებულიყო სწორედ 1 ივლისის შემდეგ, როცა საარჩევნო ურნები დაიხურებოდა.

მაგრამ ჟარინოვის მიერ ნახსენები „ამ ობივატელურობის“ კიდევ ერთი გამოვლინებაა ის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკანონო ვერაფერი დაინახა ეგზიტპოლის ნაადრევად გამოქვეყნებაში.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პანფილოვამ, განაცხადა, რომ კენჭისყრის დასრულებამდე ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნება არ ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას.

უფრო ადრე პანფილოვამ „ფეიკი“ უწოდა მედიით გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად, მოქალაქეები მასობრივად ჩივიან, რომ დამსაქმებლები და უშუალო ხელმძღვანელები აიძულებენ მათ მხარი დაუჭირონ პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებს და სხვებსაც მოუწოდონ ამისკენ.

ეს რომ ფეიკი არ არის, ამას ჟურნალისტ ჟარინოვის მიერ სოციალური მედიით გამოქვეყნებული სკანდალური ტექსტიც ადასტურებს.

„მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მე არ გამიპიარებია ხელისუფლების აშკარა დესტრუქციული ქმედებები. ამის გაკეთება არც ახლა მინდა. ამ სიგიჟეში მონაწილეობა რომ არ მივიღო, მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ - დავტოვო სამსახური. და ცხადია, რა თქმა უნდა, არც ხმის მისაცემად წავალ,“ - წერს ჟურნალისტი ვლადიმირ ჟარინოვი.

„პრინციპისა და სინდისის საკითხი“

იმისათვის, რომ უზრუნველეყო მხარდამჭერების მობილიზება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრაზე, რუსეთის ხელისუფლებამ წლის დასაწყისში მუშაობა დაიწყო სოციალური შეღავათების გაზრდის შესაბამის პაკეტზე, რომელიც, კერძოდ, ითვალისწინებს წამლების შესაძენად 1500 რუბლის დახარჯვას. ბიუჯეტის ხარჯზე გამოიყოფა ასევე სანატორიუმებში დასასვენებლად უფასო საგზურები. სამაგიეროდ, უცხოეთში მკურნალობის ადგილამდე და უკან მოგზაურობის ასანაზღაურებლად რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ უმნიშვნელო თანხას - 363 რუბლს (5 $) - გაიღებს.

ხელისუფლების მიერ მიღებული ეს პაკეტი პირდაპირ ეთერში თებერვლის ბოლოს სასაცილოდ აიგდო ჟურნალისტმა ალექსანდრა ნოვიკოვამ, ზემოხსენებული რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის, „ГТРК- კამჩატკის“, წამყვანმა, რომელიც ამ გამოსვლის შემდეგ ძალიან ცნობილი გახდა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ტელეარხს ჟურნალისტის სკანდალური ჩანაწერი ეთერში არ გაუხმაურებია, ალექსანდრა ნოვიკოვას გულიანი სიცილი სოციალურ მედიაში მაინც მოხვდა.

ამ სკანდალიდან ერთ თვეში ნოვიკოვამ განაცხადა, რომ პირველად ამბობს უარს საუბნო საარჩევნო კომისიაში მუშაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე დანიშნული კენჭისყრის პროცედურის გამო, რომელსაც ჟურნალისტმა „უკანონო“ უწოდა.

„ის, რაც უნდათ თავს მოგვახვიონ რეფერენდუმის სახით, არავითარი კანონმდებლობით არ რეგულირდება, არ გააჩნია არავითარი იურიდიული შედეგი და, შესაბამისად, უკანონოა! ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა არ წავალ ხმის მისაცემად. და ეს არის არა პოლიტიკური აქტიურობის საკითხი, არამედ პრინციპისა და სინდისის საქმეა! მე უარს ვამბობ ვიდგე ჩემს უბანზე და ვიძახო, თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებთ-მეთქი!“, - დაწერა თავის ინსტაგრამის გვერდზე ალექსანდრა ნოვიკოვამ.

რა იქნება 1 ივლისს?

16 მარტს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც, სხვა გარემოებებთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კიდევ 16 წლით მისცემს ძალაუფლებაში დარჩენის საშუალებას მას შემდეგ, რაც 2024 წელს ამოიწურება მისი მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა.

სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე ამ საკამათო ცვლილებებს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა და რუსეთის ყველა რეგიონის მუნიციპალური ორგანოები მიემხრნენ.

თებერვლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა დოკუმენტში კიდევ რამდენიმე დამატება შეიტანა. მათ შორის არის ცვლილება ღმერთის ხსენების, რუსული ენის, როგორც „სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის“ ენისა, და „ისტორიის ფალსიფიკაციის“ დაუშვებლობის შესახებ.

 

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კონსტიტუციის 67-ე მუხლი: „რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გასხვისებისკენ მიმართული მოქმედება ან ასეთი მოქმედებებისკენ მიმართული მოწოდებები“, - ნათქვამია რუსეთის კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესწორებულ ვარიანტში, რომელსაც სხვა შესწორებასთან ერთად 1 ივლისს უყრიან კენჭს.

 

სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლისათვის საჭიროა საყოველთაო კენჭისყრაში მონაწილე უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა.

ოპონენტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი აქვს რეფერენდუმის ფალსიფიცირებისათვის და მოსახლეობას მოუწოდებენ კენჭისყრის ბოიკოტირებისკენ. სხვები კი მიიჩნევენ, რომ საჭიროა საარჩევნო უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა ცვლილებების წინააღმდეგ.

კენჭისყრის მთავარი და გადამწყვეტი დღე 1 ივლისია, რომელიც ხელისუფლებამ უქმე დღედ გამოაცხადა. მანამდე 4 დღის განმავლობაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 37,2 %-მა.

29 ივნისს ცნობილი გახდა რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები. სოციოლოგ სერგეი ბელანოვსკის ჯგუფის მიერ ორშაბათს ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის თანახმად, სამი მეოთხედი, 32 %, მხარს არ უჭერს პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებს, 28 % კი ემხრობა.

რაც შეეხება პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადის „განულებას“, კონკრეტულად ამ საკანონმდებლო ცვლილებას მზად არის მხარი დაუჭიროს გამოკითხულთა 24 %-მა, წინააღმდეგია 76 %.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

Росгвардейцы обеспечили безопасность во время футбольного матча в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев высказался об игре Свёнтек


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Юбилейный Международный форум «Экология» пройдет в Москве 4 и 5 июня





Путин в России и мире
Москва

Песков рассказал об обсуждении Путиным и Си Цзиньпином вопросов энергетики


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Прямое авиасообщение открыли между Ульяновском и Минском




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве допускают, что Зеленский может не попасть на саммит G7 в Италии


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

«Мы думали, что будет легче!» Оксана Самойлова и Джиган будут выживать в песках дубайской пустыни в шоу «Выжить в Дубае. Возвращение» на ТНТ



Москва

Минфин РФ предлагает новые налоговые надбавки для добычи золота и драгоценных камней

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net