Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2020

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 ივნისს

0

გიროგი შაქარაშვილის საქმე: 17-ივე პირი პატიმრობაში დატოვა მცხეთის სასამართლომ

17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მსჯელობდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

 

 

კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად

დადასტურებული შემთხვევა - 924

გარდაცვლილი - 15

გამოჯანმრთელებული - 785

კარანტინში - 2819

სტაციონარში - 230

ინფორმაციას მე-15 პაციენტის გარდაცვალების შესახებ მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-საიტი stopcov.ge ავრცელებს.

გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, საქართველოს მოქალაქე, შემოსული ერთ ერთი მეზობელი ქვეყნიდან, რომლის მდგომარეობა თავიდანვე იყო მძიმე, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით.

"უკანასკნელი ორი კვირა იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე", - განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

ამავე მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.

დაავაებატა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით ქვეყაში ვირუსის გავრცელების მხრივ მდგომარეობა კონტროლირებადია.

წაიკითხე მეტი.

 

 

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე კენჭისყრა გაიმართება

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით დღევანდელ სხდომაზე უყრის კენჭს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“, მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელი დეპუტუტების მხარდაჭერით ზედმიწევნით შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და მესამე მოსმენით აუცილებლად მიიღებს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს.

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს, რადიკალურს, კრიმინალურს და სახედაკარგულს უწოდებს.

„ოპოზიციის ეს ნაწილი დეგრადირდა და კრიმინალურ ძალად იქცა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა.

თუმცა, პარლამენტში წარმოდგენილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ არ აპირებენ პოზიციის შეცვლას და დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას, თუ მანამდე პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ გიორგი რურუს, რომლის სასამართლო პროცესიც ასევე დღეს, 11.00 საათზეა არის დანიშნული.

წაიკითხე მეტი.

 

 

საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირში: გვინდა, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისთანაც ევროკავშირი გახსნის მიმოსვლას

ევროკომისია ​24 ივნისს შემდეგ განიხილავს და ორშაბათს საბოლოოდ ​დაამტკიცებს სარეკომენდაციო სიას მესამე ქვეყნებისა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ პირველი ივლისიდან და მასში შეიყვანა საქართველოც, რომელიც ერთი პერიოდი სიიდან ამოღებულ იქნა. ჩამონათვალი ეხება 15 სახელმწიფოს, რომლებსაც ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს.

საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძალიან სწრაფად იცვლება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სხვადასხვა ქვეყანაში, ევროკავშირში ვითარება სტაბილურია, მაგრამ ყველგან ერთნაირი არ არის და, სამწუხაროდ, საქართველოს სამეზობლოში საკმაოდ რთულად მიდის პროცესები. „გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულად მიდის ევროკავშირში. ძალიან გაუჭირდათ შენგენის შიგნით მიმოსვლის გახსნა. ამაზე შეთანხმნენ ახლა და მიდის მსჯელობა, რომ მესამე ქვეყნებთან გაიხსნას მიმოსვლა“.

„ჩვენ შესაბამისად ველოდებით გადაწყვეტილებას და გვინდა ეს ქვეყანა იყოს ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისთანაც ევროკავშირი გახსნის მიმოსვლას“, ამბობს საბანაძე, რომლის შეფასებით, „ეს დღეები ევროპის კავშირის საბჭოში მიმდინარეობს საკმაოდ მძიმე და რთული მოლაპარაკებები და წევრი სახელმწიფოები ძალიან ფრთხილობენ“.

ელჩის თანახმად, ზოგმა სახელმწიფომ, სიის საბოლოოდ მიღებისთვის, ითხოვა მეტი დრო და ამ ეტაპზე ორშაბათისთვის გადაიდო საბოლოო შეთანხმება. ელჩის თანახმად, ეს სია ქვეყნებისა, რომლებთანაც პირველი ივლისიდან ევროკავშირი გახსნის მიმოსვლას, სარეკომენდაციოა და თარიღიც არის სარეკომენდაციო.

წაიკითხე მეტი.

 

 

გრიგოლ რობაქიძე: დინამო! დინამო!

1962 წლის 29 ივნისი ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია: თბილისის „დინამომ“ ევროლიგის ფინალში მადრიდის „რეალი“ დაამარცხა (90-83) და ჩემპიონთა თასს დაეუფლა!

„დინამომ“ ფინალამდე ასევე დაამარცხა ბუქარესტის „სტიაუა“ (77-76, 82-77),

თურქული „დარუშაფაქი“ (80-67, 84-49) და მოსკოვის ცსკა (75-71, 77-66).

ფინალურ შეხვედრას შვეიცარიამ, ჟენევამ უმასპინძლა. თამაშს 5,000 მაყურებლი დაესწრო და ამ 5 ათას მაყურებელს შორის იყო ცნობილი ქართველი მწერალი, 1931 წლიდან გარდაცვალებამდე ემიგრაციაში მყოფი, გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც ვერ დამალა თანამემამულეების თამაშითა და გამარჯვებით გამოწვეული სიხარული და გრაფინია გიტა შტრახვიტცისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა:

„გუშინ დიდი სიხარული განვიცადე - როგორც ქართველმა. კალათბურთი. Finale de la coupe dEurope des champions DYNAMO TBILISI contre REAL MADRID („ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება თბილისის დინამოსა და მადრიდის რეალს შორის“- ფრ). „ტიფლისი“ ახლა ქართულად იწერება „თბილისი“. ამ მატჩს დავესწარი - რასაკვირველია. ძალიან ვღელავდი: სისხლი! არ მეშინოდა. ჩემმა თანამემამულეებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს. ესპანელები უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდნენ, რომ არ ყოფილიყო გასაოცარი მოთამაშე: ზანგი ჰიგტოუერი (იგულისხმება ჰაიტაუერი). ესპანელების 83 ქულიდან - 32 მის ანგარიშზეა. ფანტასტიურია! გიგზავნი კორესპონდენციას. საქართველო ცოცხლობს. გაუმარჯოს საქართველოს!“

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

 

 

 

 

მეთორმეტეკლასელები საუბრობენ თავიანთ მიზნებზე, როგორ გეგმავდნენ სკოლის დამთავრების აღნიშვნას პანდემიამდე, დისტანციური სწავლების სირთულეებზე და რამდენად მზად არიან მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

К 2025 году в "Рудневе" планируется создать свыше 6 тысяч рабочих мест — Собянин


Спорт в России и мире
Москва

Воробьев открыл хоккейный турнир «Кубок Юнисон» в Красногорске


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Стефанос Циципас

«Спартак» подарит Циципасу клубную футболку


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Выставка о возобновляемой энергии открылась в метро





Путин в России и мире
Москва

Первый вице-спикер Госдумы рассказал о значении визита Путина в Китай


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Человек эпохи наваждения. Год юбилеев Александра Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский заявил о «самом большом преимуществе» России в конфликте


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Владимир Пресняков

Подольская впервые за долгое время появилась на публике с мужем Пресняковым



Москва

Компанія Danone продала активи та згортає діяльність у Росії

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net