Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2020

ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტალსაში შაბათს საღამოს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგი გაიმართა

0
ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტალსაში შაბათს საღამოს ათასობით ადამიანი შეიკრიბა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგზე.


ეს პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული პირველი მასობრივი ღონისძიებაა მას შემდეგ, რაც მარტის შუა რიცხვებში აშშ-ში საკარანტინო აკრძალვები გამოცხადდა კორონავირუსის პანდემიის გამო.


თავის გამოსვლაში, რომელიც საათ-ნახევარს გაგრძელდა, პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა არჩევნებში თავისი ოპონენტი - დემოკრატი ჯო ბაიდენი, ასევე პრესა და „რადიკალი მემარცხენეები“.


 


 




იგი შეეხო უკანასკნელი კვირების განმავლობაში აშშ-ში გამართულ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც მოჰყვა მინესოტაში აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს პოლიციის მიერ დაკავების შედეგად. ტრამპმა განაცხადა, რომ ის არის „კანონისა და წესრიგის“ პრეზიდენტი და დაგმო დემონსტრანტების მიერ ძეგლების ჩამოგდება და ამერიკის დროშების დაწვა.


მიტინგში მონაწილეობისთვის მილიონამდე ადამიანი დარეგისტრირდა ინტერნეტით, მაგრამ საბოლოოდ ნაკლები ხალხი გამოცხადდა, ვიდრე ტრამპის საარჩევნო კამპანიის ორგანიზატორები ელოდნენ. ტალსას არენაზე, სადაც გამოდიოდა პრეზიდენტი, ბევრი იყო ცარიელი ადგილი, არენის შენობის წინ მიტინგი კი გაუქმდა. ტრამპის კამპანიამ ხალხის სიმცირე ახსნა „დაშინების კამპანიით“ მისი ოპონენტების მხრიდან.


 




მედიის თანახმად, როლი ითამაშა ასევე კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებულმა შიშმა. უკანასკნელ ხანებში ოკლაჰომაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა აღინიშნება, რაც ასევე იწვევს პრეზიდენტის მისამართით კრიტიკას. შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტალსაში მიტინგის მონაწილეებს ინფიცირების გაზრდილი საფრთხე ემუქრებათ. მიტინგის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი აღმოაჩნდა ტრამპის საარჩევნო შტაბის ექვს თანამშრომელს.


მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს ყველაზე დიდი მიტინგი იყო მარტიდან მოყოლებული, როცა კორონავირუსის გამო შეწყდა საჯარო ღონისძიებები.


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცხადყოფს, რომ დონალდ ტრამპი ჩამორჩება თავის მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან - ჯო ბაიდენს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net