საქართველოს მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, მხოლოდ 28% ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს
ევროკავშირის შესახებ 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 69% ენდობა ევროკავშირს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 71% იყო. 2019 წელთან შედარებით 1% -ითაა გაუარესებული მათი პროცენტული მაჩვენებელიც, ვინც დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. კერძოდ დადებითი აზრისაა გამოკითხულთა 49%, უარყოფით აზრისაა 7 %, რაც 3 %-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2020 წლის თებერვალში ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით მასში პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა 1000 ადამიანი.
კვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით,
საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.
საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია უარყოფითი აზრის ევროკავშირზე.
საქართველოს მოსახლეობის 71%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოს გარდა ჩატარდა ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაშიც - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, სომხეთი და უკრაინა.
ევროკავშირის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.