კრემლის თანახმად უკრაინის დაახლოება ნატოსთან არ უწყობს ხელს ევროპის უსაფრთხოებას
კრემლი აცხადებს, რომ უკრაინისათვის ნატოს „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსის (EOP) მინიჭება „არ უწყობს ხელს ევროპის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
„ნატოს ხასიათის და, განსაკუთრებით, იმ თავდაპირველი მიზნის გათვალისწინებით, როდესაც ნატო იქმნებოდა, როგორც კონფრონტაციის მექანიზმი, ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, როდესაც ნატო სხვადასხვა ფორმატის სახით, ასე ვთქვათ, თავის თავში ახალ-ახალი ქვეყნების აბოსორბირებას ახდენს,“- განაცხადა დმიტრი პესკოვმა და დაამატა, რომ რუსეთი იძულებულია ამის გამო იძულებულია გაატაროს "შესაბამისი ზომები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად."
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა მას შემდეგ, რაც 12 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მხარი დაუჭირა უკრაინისათვის „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსის მინიჭებას.
მიუხედავად იმ დათქმისა, რომ ასეთი სტატუსი წინასწარ არ განსაზღვრავს არავითარ გადაწყვეტილებას, ნატოში ქვეყნის გაწევრიანების თვალსაზრისით, ალიანსის ეს ნაბიჯი უკრაინას შესაძლებლობას აძლევს უფრო მეტად გახადოს მისი არმია ნატოს სტანდარტებთან თავსებადი, გაცვალოს სადაზვერვო მონაცემები და უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი ურთიერთქმედების პროგრამებსა და წვრთნებში.