Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2020

რა ხდება აფხაზეთში: არჩევნები, ნავთობი და კორონავირუსთან ბრძოლა ენგურის ხიდზე

0
რა ხდება აფხაზეთში: არჩევნები, ნავთობი და კორონავირუსთან ბრძოლა ენგურის ხიდზე

ავტორი: იზიდა ჭანია, სოხუმი

სამი საკითხი დომინირებდა გასულ კვირას აფხაზეთის მედიაში: კორონავირუსი, ნავთობის მოპოვება და არჩევნები. ალბათ ასეთი ვითარება იქნება და არც არაფერი შეიცვლება 22 მარტამდე, როცა, ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

მიმოხილვა შეგვიძლია დავიწყოთ საკითხით, რომელიც ვერ იქცა საყოველთაო განხილვის საგნად, თუმცა ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. საუბარია, კორუფციაზე - ასეთ ერთგვარ დანაშაულზე, რომლის გამოც აფხაზეთში იშვიათად თუ ვინმეს სჯიან. ამ კვირაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში აიყვანეს აფხაზეთის შსს საპასპორტო სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვადიმ ქვაძბა, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინის მოქალაქის, ოლეგ მილცევისათვის აფხაზური პასპორტის უკანონო გადაცემაში. გამოძიების ვერსიით, უკრაინის მოქალაქეს აფხაზეთის პასპორტის მიღება 10 ათასი დოლარი დაუჯდა. ასევე ცნობილია, რომ მილცევმა შარშან 9 დეკემბერს ისარგებლა უკანონოდ დამზადებული პასპორტით რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთისას. 

ამასობაში აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა სატელევიზიო ეთერის გრაფიკი პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის. ძირითადი აქცენტი კეთდება ინტერვიუსა და სარეკლამო პროდუქციაზე. თითოეულ კანდიდატს დაეთმობა მხოლოდ 1 საათი პრესკონფერენციისთვის, რომელიც ღია იქნება ყველა მედიის წარმომადგენლისათვის. ტელედებატები კი პირდაპირ ეთერში გაიმართება ერთი დღით ადრე არჩევნებამდე და გასტანს ორ საათს.

ჯერჯერობით საარჩევნო კამპანია და აგიტაცია, ძირითადად, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს. განსაკუთრებით აქტიურობენ ანონიმური სააგიტაციო ბრიგადები, რომლებიც სისტემატურად აქვეყნებენ კანდიდატების მაკომპრომეტირებელ მასალებს, კოლაჟებსა და სარეკლამო რგოლებს. თვითონ პრეზიდენტობის კანდიდატები კი მართავენ შეხვედრებს ამომრჩევლებთან - დადიან ქალაქებსა და სოფლებში და, რაც უნდა უცნაურად ჩანდეს, საკმაო რაოდენობის ხალხსაც კრებენ. როგორც ჩანს, არჩევნებისადმი ინტერესი მაინც არ განელებულა. 

საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ამომრჩევლებმა მიიღეს პასუხები იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას აღელვებს. 

უძრავი ქონების უცხოელებისათვის მიყიდვის საკითხზე თავისი პოზიცია გაახმოვანა პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგურ არძინბამ, რომელმაც ამომრჩევლების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბლეფია იმაზე საუბარი, თითქოს უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვით გაიზრდება აფხაზეთის კეთილდღეობა. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა არ წარმოებს აღრიცხვა, არ არსებობს უძრავი ქონების კადასტრის სამსახური და მესაკუთრეთა ცენტრალიზებული ბანკი, ასეთი გადაწყვეტილება გამოიწვევს უძრავი ქონების ფასების ზრდას და მოსახლეობის გაღარიბებას. პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ უძრავი ქონების გაყიდვის საკითხი არ არის მიბმული ინვესტიციებზე, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობა არ უზღუდავს ინვესტორს კომერციული მიზნებისთვის უძრავი ქონების შეძენას. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი -  აფხაზეთში ნავთობის მოპოვება, რასაც მხარს უჭერს პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას გუნდი, თუმცა ამ საკითხზე ძირითადად საუბრობს ბჟანიას საარჩევნო შტაბის უფროსი, ალექსანდრე ანქვაბი. ამ უკანასკნელს აფხაზეთის ეკონომიკური სასწაულის რეცეპტად სწორედ ნავთობის მოპოვება ესახება და ამომრჩევლებისთვისაც ამის დამტკიცებას ცდილობს. 

რაც შეეხება პრეზიდენტობის მესამე კანდიდატს, ლეონიდ ძიაპშიპას, ის არ აქტიურობს ისე, როგორც აქტიურობენ მისი კონკურენტები, თუმცა კანდიდატის სარეკლამო პროდუქციიდან ჩანს, რომ ძიაპშიპა მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას. მართალია, ჯერ უცნობია გაღრმავების მასშტაბი. მას, ალბათ, ნათელი მოეფინება პირდაპირ ეთერში დანიშნული დებატების დროს.

საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, კვირის ყველაზე პოპულარულ თემად კორონავირუსის გავრცელების საკითხი იქცა. 

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დახმარებისათვის მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გაეროს და ევროკავშირს. მომავალ კვირაში სოხუმი ასევე ელოდება მედიკამენტებისა და ტესტ-სისტემების პარტიას რუსეთიდან.    

გასულ კვირაში აფხაზეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაეკეტა საზღვარი უცხოელებისათვის. ვითარება გაართულა იმან, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადების შემთხვევები. კორონავირუსის გავრცელებისა და საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულმა გალის რაიონის მცხოვრებლებმა, რომლებიც სისტემატურად გადადიან ზუგდიდის რაიონში, მასობრივად გადაწყვიტეს უკან დაბრუნება. შედეგად ენგურის ხიდზე გაჩნდა უზარმაზარი რიგი, თუმცა, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ყველამ შეძლო აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა. 

საზღვარზე 24 საათი, ცვლებში მუშაობენ მედიკოსთა ბრიგადები. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთთან საზღვარზეც შექმნილია სანიტარულ-საკარანტინო პოსტი, რომელიც უახლოეს დროში აღიჭურვება თერმოგრაფიული კამერით.

გასულ კვირაში აფხაზმა ჟურნალისტებმა ერთმანეთს მიულოცეს პროფესიონალური დღესასწაული, რომელიც ყოველი წლის 27 თებერვალს, პირველი ეროვნული გაზეთის „აფსნის“ გამოსვლის (1919 წ) დღეს აღინიშნება. 

ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული  მიულოცა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანგბამ, რომელმაც შენიშნა, რომ ჟურნალისტებზეა დამოკიდებული „საზოგადოების განწყობა და საზოგადოების ემოციური ატმოსფერო“. საფიქრებელია, რომ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა განცხადება გაუაზრებლად გააკეთა. დიდი ხანია, აფხაზეთის საზოგადოების განწყობასა და ემოციურ ატმოსფეროს სოციალური ქსელები ქმნიან.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: 12 июня парковки в Москве будут работать бесплатно


Спорт в России и мире
Москва

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Александр Зверев

Зверев и Рууд не пожали друг другу руки после полуфинала «Ролан Гаррос» – из-за проблем с желудком у норвежца


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На острове в Кольском заливе пересчитали чаек





Путин в России и мире
Москва

Песков: Запад вводит цензуру для СМИ, но Россия должна объяснять свою позицию


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зачем западная пресса начала «сливать» главу ОП Ермака, который за спиной у Зеленского решает все вопросы


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Дмитрий Шостакович

Осенью 2024 года пройдет основная часть съемок фильма о Шостаковиче



Москва

Стала известна программа Московского джазового фестиваля

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net